კრიშტიანო რონალდოს Binance-ის დარეკლამების გამო უჩივიან

Home » სიახლეები » კრიშტიანო რონალდოს Binance-ის დარეკლამების გამო უჩივიან
01/12/2023
კრიშტიანო რონალდოს Binance-ის დარეკლამების გამო უჩივიან

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბაინენსის დარეკლამების გამო უჩივიან. მომჩივანი მხარე ირწმუნება, რომ კრიშტიანოს ფაქტორმა წამგებიანი ინვესტიციებისკენ უბიძგა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ 1 მილიარდ დოლარს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერს, ფეხბურთელთან თანამშრომლობის შედეგად, Binance-მა CR7 კოლექციის NFT დააანონსა. როგორც მაშინ კრიშტიანო ამბობდა, ეს “ერთგვარი საჩუქარი იყო თაყვანისმცემლებისთვის, მრავალწლიანი თანადგომის სანაცვლოდ”. გარდა ამისა, სარეკლამო ვიდეოებში რონალდო ინვესტორებს ეუბნებოდა, რომ “შეცვლიდნენ NFT თამაშს და ფეხბურთს უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანდნენ”. ჩაშვებისას, ყველაზე იაფი CR7 NFT 77$ ღირდა, 1 წლის შემდეგ კი მათი ფასი 1$-მდე დაეცა.

SEC-ის თანახმად, ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს არეკლამებენ, შტატების კანონს უნდა დაემორჩილონ და გააცხადონ რეკლამის სანაცვლოდ რამდენს უხდის ესა თუ ის კომპანია. მომჩივანი მხარე ამბობს, რომ კრიშტიანომ ეს არ გააკეთა. თუმცა, როგორც ნაიჯელ გრინი აღნიშნავს, BBC-სთან ინტერვიუში, “ეს კომპლექსური, გავრცელებული პრობლემაა და მხოლოდ კრიშტიანოს დადანაშაულება არ იქნება მართებული.”

თუ რონალოს სოც. მედიას გადავხედავთ, როგორც ჩანს, ის Binance-თან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ სარჩელი Binance-is 4,3 მილიარდი დოლარით დაჯარიმებიდან ზუსტად 1 კვირაში შეიტანეს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved