მაინერები ბიტკოინის გაყიდვას იწყებენ – ფასი კიდევ შემცირდება?

Home » ბიტკოინი » მაინერები ბიტკოინის გაყიდვას იწყებენ – ფასი კიდევ შემცირდება?
26/06/2020
მაინერები ბიტკოინის გაყიდვას იწყებენ – ფასი კიდევ შემცირდება?

გასული პერიოდის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $9,700-დან $9,200-მდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს, მაინერებმა დაახლოებით $28 მილიონის ღირებულების 3,000 ბიტკოინი კრიპტო ბირჟებში გადაიტანეს.

Glassnode-ის მონაცემებით, ეს ტრანზაქციების ყველაზე მსხვილი ნაკადი იყო, რომელიც გასული წლის განმავლობაში მაინერებიდან კრიპტობირჟების მიმართულებით განხორციელდა. მსგავსი ქმედება კი წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით გაყიდვის წინაპირობაა.

წინა მასშტაბურ გადარიცხვებს წინ უძღოდა ბიტკოინის ღირებულების მკვეთრი ვარდნა და დათვური ტრენდი. ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა უახლეს გადარიცხვებს მსგავსი ეფექტი.

“ერთ ღამეში კრიპტოების საკმაოდ დიდი გადინება მოხდა მაინერების მხრიდან. ჩვენ ველით, რომ მალე მასშტაბური გაყიდვები დაიწყება.”-აღნიშნა თვითერზე კრიპტო ანალიტიკოსმა Cole Garner-მა.

ამ მომენტში ბიტკოინის ფასი $9,219-ია, ბაზრის 65.4% წილით. 7 დღის ჭრილში კი მისი ფასის დინამიკა ასე გამოიყურება:

შენი აზრით, როგორ შეიცვლება ბიტკოინის ფასი მას შემდეგ, რაც მაინერები მის გაყიდვას დაიწყებენ?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved