მაინინგის ამერიკულმა გიგანტმა თავისი ბიტკოინების (BTC) 80 პროცენტი გაყიდა

Home » ბიტკოინი » მაინინგის ამერიკულმა გიგანტმა თავისი ბიტკოინების (BTC) 80 პროცენტი გაყიდა
06/07/2022
მაინინგის ამერიკულმა გიგანტმა თავისი ბიტკოინების (BTC) 80 პროცენტი გაყიდა

ბიტკოინის (BTC)  და კრიპტო ვალუტების მაინინგზე მომუშავე ამერიკულმა კომპანია „ქორ საიენტიფიკმა“ (Core Scientific), მის მიერ მოპოვებული ბიტკოინების (BTC)  79 პროცენტი გაყიდა. ტექსასში ბაზირებულ კომპანიას, კრედიტორებისთვის ფული ჰქონდა დასაბრუნებელი. გარდა ამისა, რამდენიმე დიდი კომპანიის ყიდვის გარიგება დასასრულებელი იყო. ამისთვის კი სოლიდური თანხა სჭირდებოდა, რაც სწორედ მის მიერვე მოპოვებული ბიტკოინების (BTC) გაყიდვით მიიღო.

კომპანიამ საერთო ჯამში, 7 202 ბიტკოინი (BTC) გაყიდა, რაშიც 167 მილიონი დოლარი მიიღო. ამასთან, მის ბალანსზე 1 959 ბიტკოინი (BTC)  რჩება. „ქორ საიენტიფიკის“ (Core Scientific) მთავარი აღმასრულებელი მაიკ ლევიტი ამობს, რომ კრიპტო ინდუსტრია ძლიერი სტრესის ქვეშ მოექცა, რაც საფონდო ბაზრების დასუსტებით, ინფლაციის ზრდით, ცენტრალური ბანკების მიერ, პოლიტიკის გამკაცრებით არის გამოწვეული. რაც მთავარია, მსოფლიო ეკონომიკა, რეცესიის მოლოდინშია.

ახლახანს „ჯეიპი მორგანის“ სტრატეგმა ნიკოლას პანიგირცოგლუმ განაცხადა, რომ კრიპტო მაინინგის კომპანიებს, რომლებსაც მესამე კვარტალში ლიკვიდურობის საჭიროება ექნებათ, საკუთარი ბიტკოინების და სხვა კრიპტო ვალუტების გაყიდვა მოუწევთ, რაც კრიპტო ბაზარზე არსებულ დაღმავალ ტრენდს, ახალ ძალას შესძენს.

სტრატეგის გაანგარიშებით, მაინინგის კომპანიების ანგარიშებზე, კრიპტო ვალუტების ჰეშრეიტინგის დაახლოებით 20 პროცენტი მოდის. მათმა უმეტესობამ, ხარჯების და ვალების დასაფარად, ბიტკოინების (BTC)  ნაწილი უკვე გაყიდა. რაც შეეხება „ქორ საიენტიფიკს“ (Core Scientific), ამერიკული კომპანია მთელ მსოფლიოში 180 ათას სერვერს ამუშავებს და მასზე ბიტკოინის (BTC)  ჰეშრეიტინგის დაახლოებით 10 პროცენტი მოდის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved