ჩვენ გასწავლით, როგორ მიიღო Amazon.com-ზე 33%-მდე ფასდაკლება ნებისმიერ დროს. გსმენია Purse-ის შესახებ? Purse.io ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, სადაც სასურველ ნივთზე განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის კრიპტოვალუტით იხდი.
როგორ ვიყიდო Purse-ის დახმარებით?
ნაბიჯი 1
Purse.io-ზე დარეგისტრირების შემდეგ, აირჩიე სასურველი ნივთი Amazon-იდან, ან ჩაინიშნე სასურველი ნივთები Amazon-ზე და შემდგომ გადმოიტანე შენი Wishlist.
ნაბიჯი 2

აირჩიე ფასდაკლება, რისი მიღებაც გსურს. რაც უფრო უახლოვდება შენ მიერ მოთხოვნილი ფასდაკლება 33%-ს, მით უფრო იზრდება მიტანის თარიღი და Purse-ის საკომისიოც. 5%-იანი ფასდაკლების არჩევის შემთხვევაში, საკომისიო 0%-ია, შეკვეთა კი მაშინვე დასტურდება.
პირველ შესყიდვაზე მაქსიმუმ 15%-იან ფასდაკლებას ირჩევ.
ნაბიჯი 3
მონიშნე მისამართი, სადაც გსურს სასურველი ნივთის მიღება, გადახედე შენს შეკვეთას და დაადასტურე ის.

ნაბიჯი 4
☉ არ გაქვს ჯერ კრიპტოვალუტა? იყიდე მაიქოინსზე: სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, საბანკო გადმორიცხვით, გადაბმული ბარათით.
☉ აირჩიე გაგრძელება და მიიღე მისამართი, სადაც გადარიცხავ მითითებული რაოდენობის კრიპტოვალუტას.

ნაბიჯი 5
ეწვიე შენს მაიქოინს ანგარიშს და აირჩიე გაგზავნის დავალება. შეიყვანე შესაბამის ველებში Purse-ის მიერ მოცემული მისამართი და ნივთის ღირებულების შესაბამისი კრიპტოვალუტების რაოდენობა.

კრიპტოვალუტის გადარიცხვის შემდეგ, შენი მოთხოვნა განთავსდება პლატფორმაზე.
ისღა დაგრჩენია, დაელოდო დადასტურებას ☺
შენ გამოიყენე კრიპტოვალუტა სასურველი ნივთის მისაღებად და ისარგებლე შენ მიერ არჩეული ფასდაკლებით, მგონი შესანიშნავი ამბავია, არა?
P.S. უთხარი Purse-ის შესახებ მეგობრებსაც და მიიღე ბენეფიტები ყოველ ახალ მოწვეულ მეგობარზე. ☺