მილენიალები კრიპტო აქტივებს ამჯობინებენ

Home » ბლოგი » მილენიალები კრიპტო აქტივებს ამჯობინებენ
29/06/2022
მილენიალები კრიპტო აქტივებს ამჯობინებენ

მოსახლეობის თაობა, რომელიც მილენიალის (იგივე გენერაცია Y) სახელით არის ცნობილი, შეერთებულ შტატებში დანაზოგების დასაგროვებლად, საინვესტიციო ფონდებთან შედარებით, უპირატესობას კრიპტო ვალუტებს და სხვა კრიპტო აქტივებს ანიჭებს.

მოხსენება სახელწოდებით, „როგორ ხედავენ მილენიალები საკუთარ ფინანსურ მომავალს“ აჩვენებს, რომ ამ თაობის გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით 40 პროცენტი, კრიპტო ვალუტებს უკვე ფლობს. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ეს უფრო მეტია იმ მილენიალების რაოდენობაზე, ვინც საკუთარი დანაზოგები საინვესტიციო ფონდებს ანდო. წილობრივად, დაახლოებით ამდენივემ აღიარა, რომ ინვესტიცია აქციებში განახორციელა.

მოხსენებაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ მილენიალების უმეტესობა ან უკვე ფლობს კრიპტო აქტივებს, ან მათს შესყიდვას აპირებს. თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიპტო ბაზრის დაღმავალი ტრენდის პირობებში, მილენიალების კრიპტო აქტივობა შედარებით განელდა. ფასების ზრდის და ცხოვრების გაძვირების, ასევე სტუდენტთა სესხების ზრდის ფონზე, ამ თაობის მოსახლეობა მომავალზე ზრუნვას ნაკლებად ახერხებს.

განსხვავებული მიდგომა აქვს თაობის იმ ნაწილს, რომლებიც კრიპტო აქტივებს უკვე ფლობენ. ისინი პირველ რიგში, საკუთარ საპენსიო პორტფელში, კრიპტო აქტივების წილის გაზრდაზე ზრუნავენ. მოხსენების შესაბამისად, იმ მილენიალების 70 პროცენტი, ვინც კრიპტოს უკვე ფლობს და ინდივიდუალურად განაგებს საკუთარ საპენსიო ანგარიშს, თავის პორტფელში კრიპტოების შენარჩუნებას აპირებს.

უფრო ადრე ჩატარებული სხვა კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, ინტენსიურად ყიდულობს კრიპტო ვალუტებს. კვლევის შესაბამისად, მდიდართა 71 პროცენტი უკვე ფლობს ციფრულ აქტივებს, მათ შორის, კრიპტო ვალუტებს და NFT-ს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved