- ვორენ ბაფეტი კვლავ იმავე აზრზე რჩება ბიტკოინთან დაკავშირებით და ამბობს რომ “ბიტკოინს უნიკალური ღირებულება არ აქვს“.
- CNBC-სთან ინტერვიუში ვორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ბოდვაა და ის თანაუგრძნობს მათ, ვინც უმსხვილეს კრიპტოვალუტას ყიდულობს იმ იმედით, რომ ის შეცვლის მათ ცხოვრებას.
- ბაფეტი გამოირჩევა კრიპტოვალუტის კრიტიკით და ხშირად მოუხსენებია ის მირაჟად და არა ვალუტად. მისი თქმით ფასის ცვლილებით მანიპულირებით შეუძლებელია დიდი ფულის შოვნა. თუმცა, იგი აღიარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მნიშვნელობას, მაგრამ არა კრიპტოვალუტას.
აღსანიშნავია, რომ ბილ გეიტსი, ეკონომისტი ნური რობინი და რობერტ შილერიც ეჭვქვეშ აყენებენ ბიტკოინის ლეგიტიმურობას. J.P. Morgan-ის აღმასრულებელი დირექტორიც მუდიმივად აკტირიკებდა ბიტკოინს, მაგრამ იგი გახდა პირველი ძირითადი ბანკი, რომელმაც საერთაშორისო გადახდებისთვის გამოუშვა საკუთარი კრიპტოვალუტა.
სრული ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://myc.ge/2NvpVOp