მილირდერ მილერისთვის ბიტკოინი (BTC) ფინანსური კატასტროფისგან დაცვაა

Home » ბიტკოინი » მილირდერ მილერისთვის ბიტკოინი (BTC) ფინანსური კატასტროფისგან დაცვაა
06/06/2022
მილირდერ მილერისთვის ბიტკოინი (BTC) ფინანსური კატასტროფისგან დაცვაა

საინვესტიციო კომპანია „მილერ ვალიუ პარტნერზის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ბილ მელერი ამბობს, რომ მისი აზრით, ფინანსური კატასტროფის მოლოდინში, ბიტკოინს (BTC) დაზღვევის საშუალების როლის შესრულება შეუძლია.

მილერი ამბობს, რომ ბიტკოინს (BTC) გაგზავნი ყველგან, სადაც ისურვებ და ვერავინ შეძლებს შენს შეზღუდვას. მთავარია, გქონდეს ტელეფონი და საკუთარი ფინანსების დაცვას და გამოყენებას შეძლებ. მას მაგალითად მოჰყავს ავღანეთი, საიდანაც აშშ-ის გამოსვლის შემდეგ, ფინანსური ინფრასტრუქტურაც დაიშალა. ვესტერნ უნიონმა შეწყვიტა ავღანეთში ოპერაციები. მაგრამ ამ დროს, ვისაც ბიტკოინი (BTC) ან სხვა ციფრული ვალუტა ჰქონდა, მათთის ყველაფერი შესაძლებელი იყო.

მას ასევე მოჰყავს მაგალითი, როგორ მუშაობს კრიპტო რთულ სიტუაციებში და დაზღვევის საშუალების როლს ირგებს. მისი თქმით, ბიტკოინის სისტემა ფედრეზერვის ზემოქმედების გარეშე მუშაობს – არ არის დამოკიდბული იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ცენტრალური ბანკი. რა თქმა უნდა, კროპტოების ფასებს გარემოებები განსაზღვრავს, მაგრამ მათზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლებელია. ბიტკოინმა (BTC) განსაკუთრებით ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც აშკარა გახდა, რომ ინფლაცია ძნელი შესაჩერებელი იქნება. ამის გაცნობიერების შემდეგ, ციფრული ვალუტების შეძენა ბევრმა დაიწყო.

მილერი ეხმაურება უორენ ბაფეტის კრიტიკულ გამონათქვამებს: „ბიტკოინი (BTC)  არაფერს ქმნის“ და ის ბიტკოინს (BTC) მაშინაც არ იყიდის, თუ მთელ მსოფლიოში არსებული ბიტკოინების (BTC) ფასი, მხოლოდ 25 დოლარი იქნება.

„ის (ბაფეტი) ამბობს, რომ ბიტკოინი (BTC) არა-პროდუქტიული აქტივია და ამიტომ, მისი შეფასება არ შეუძლია. საკმაოდ სამართლიანი შეფასებაა. თუ ერთადერთი რამ, რისი შეფასებაც შეგიძლია, არის წარმოებადი აქტივები, მაშინ ვერავინ გეტყვის, იყიდეო. ასე რომ, ამის იგნორირება შეგიძლიათ“, – ამბობს მილერი. მანვე მოგვიანებით დაამატა, რომ ინვესტირების ობიექტი იმით არ ფასდება, არის თუ არა ის წარმოებადი, არამედ იმით, შეუძლია თუ არა მოგების მოტანა.

მილერი იმით არის ცნობილი, რომ საკუთარი პორტფელის მართვისას, 15 წლის განმავლობაში (1991-2005 წლებში), მის მიერ მიღებული მოგება, S&P 500-ის ინდექსზე უკეთესი იყო. მილიარდერი აღიარებს, რომ საკუთარი პორტფელის 80 პროცენტი, „ამაზონის“ აქციებსა და ბიტკოინზე (BTC) თანაბრად აქვს განაწილებული.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved