მნიშვნელოვანი შეტყობინება, 15 ნოემბერს დაგეგმილია ბიტკოინ ქეშის ჰარდ ფორკი (გაყოფა)

Home » სიახლეები » მნიშვნელოვანი შეტყობინება, 15 ნოემბერს დაგეგმილია ბიტკოინ ქეშის ჰარდ ფორკი (გაყოფა)
14/11/2018
მნიშვნელოვანი შეტყობინება, 15 ნოემბერს დაგეგმილია ბიტკოინ ქეშის ჰარდ ფორკი (გაყოფა)

გაცნობებთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილია ბიტკოინ ქეშის ჰარდ ფორკი (გაყოფა), როგორც დაგეგმილი პროტოკოლის განახლების ნაწილი. თუმცა, ბიტკოინ ქეშის წინა ჰარდ ფორკისაგან განსხვავებით, ამჯერად ადგილი აქვს ორ კონკურენტულ შემოთავაზებას და ჯერჯერობით უცნობია ბიტკოინ ქეში რომელ ბლოკჩეინის ჯაჭვში განთავსდება.

გაცნობებთ, რომ ბიტკოინ ქეშით ვაჭრობა შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი Mycoins-ზე, თუმცა 15 ნოემბრის 12:00სთ-დან შეჩერდება ბიტკოინ ქეშის ჩარიცხვა/გატანა. გთხოვთ გაითვალისწინოთ და უზრუნველყოთ ყველა თქვენი ჩარიცხული ტრანზაქციის და გადარიცხული ტრანზაქციის დასრულება მითითებულ დრომდე.

ბიტკოინ ქეშის ჩარიცხვების და გადარიცხვების სერვისის აღდგენა მოხდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი კონკურენტი ჯაჭვი მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას. ჩვენ არ ვიცით თუ რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული და შესაძლოა სერვისის შეჩერება ხანგრძლივი დროით მოგვიწიოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

აღნიშნულ ფორკამდე, ჩვენ მოვახდენთ ყველა ბალანსის აღრიცხვას და დამახსოვრებას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფორკმა მოგვცეს ორი სიცოცხლისუნარიანი ჯაჭვი, თუმცა ასეთის შემთხვევაში ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და გადავწყვეტთ სამოქმედო გეგმას მოგვიანებით. მაიქოინსი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მისი შეხედულებებისამებრ, მას შემდეგ რაც სიტუაცია დასტაბილურდება.

MyCoins-ი მხარს არ დაუჭერს ფორკის ალტერნატიულ კოინებს. მომხმარებლებს, ვისაც ექნებათ სურვილი ჰქონდეთ საშუალება შეინახონ/მოითხოვონ კოინები ალტერნატიულ ჯაჭვზე, უნდა გაიტანონ თავიანთი ბიტკოინ ქეში 15 ნოემბრამდე, სანამ შეჩერდება ჩარიცხვები/გადარიცხვები.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved