მოდი, ბიტკოინის კორექციას დავაკვირდეთ

Home » ბლოგი » მოდი, ბიტკოინის კორექციას დავაკვირდეთ
22/12/2023
მოდი, ბიტკოინის კორექციას დავაკვირდეთ

შეამჩნევდი, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ბიტკოინის გაზრდილმა ფასმა კლება დაიწყო და ერთ კვირაში 7%-ით გაუფასურდა. ეს დინამიკა კრიპტო-ანალიტიკოსებმა მალევე შეაფასეს კორექციად: Reflexivity-ს უილ კლემენტემ დატვიტა კიდეც, რომ “კორექციები სუსტებს განდევნის”. უკანასკნელ კორექციას ჩეინ ანალიტიკის მკვლევარი, ხულიო მორენოც ჯანსაღ პროცესად აფასებს: “გარკვეული მაჩვენებლები გადახურებულ Bull ფაზაზე მიანიშნებენ, ბლოკის ფასი ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე მაინინგის სირთულე.” – ეს ნიშნავს, რომ კორექცია აუცილებელია. 

რა არის კორექცია?

კორექცია, ქართულად – ფასის შესწორება, ბაზრის ერთ-ერთი აქტივობაა და იმ პროცესს აღნიშნავს, რომლის დროსაც აქტივის ფასი ერთბაშად, 10%-ით ან მეტით უფასურდება. ამ ქმედებით, აქტივი გადაფასების, უსაფუძვლოდ მაღალი ფასის მდგომარეობიდან სტაბილური, გრძელვადიანი ფასის ნიშნულს უბრუნდება – შესაბამისად, საკუთარ ფასს თვითონვე ასწორებს. ჯანსაღ კორექციას, ჩვეულებრივ, ბაზრის გამოცოცხლება და აღდგენა მოყვება, თუმცა, კორექცია ხანდახან Bear Market-ითაც (ბაზრის სტაგნაცია) სრულდება. Bear განწყობის დროს აქტივის ფასი 20%-ით მაინც იკლებს.

ტრადიციულ აქტივებსა და ბაზრებზე კორექციის შემდგომი Bear განწყობა სტატისტიკურად იშვიათია, მაგრამ კრიპტო პრინციპულად ახალი ხასიათის პროდუქტია, რომელიც მერყეობით გამოირჩევა. თუ კომპანიის ტრადიციული აქციებისთვის 24-დან 5 კორექცია სრულდება Bear Market-ით, კრიპტოსთვის მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მერყევი ბაზრის მიუხედავად, კრიპტოვალუტების დაარსების დღიდან ბაზრის განწყობა ძირითადად ოპტიმისტური და ძლიერია. 2009 წლიდან, ბიტკოინის ფასი $0.003-დან $69.000 – მდე გაიზარდა (2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელი). შესაბამისად, ბიტკოინის მახასიათებელი Bull Market უფროა.

$44.000  – უხილავი ბარიერი? 

კრიპტო-ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლანდელი კორექციის ტალღა განპირობებულია უხილავი ბარიერით, რომელიც დაახლოებით $44.000-იან მაჩვენებელზე ფიქსირდება. Lookintobitcoin-ის ოქროს კვეთის ზრდის ინდიკატორი, რომელიც ადაპტირების მრუდსა და ბაზრის ციკლებს აკვირდება, აჩვენებს, რომ სამიზნე, 1,6-იანი მაჩვენებელი ამჟამად $44.000-ზე მიიღწევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიტკოინის ფასს წინაღობად ხვდება მოწოდების გადაჭარბებული რაოდენობა. 

ჩეინის მონაცმების მიხედვით, IntotheBlock-მოდელი კიდევ უფრო კონკრეტდება, მისი გამოთვლებით “ბარიერი” $43,346–$44,627 დიაპაზონშია, რომელშიც დაახლოებით 585.77 BTC იყიდა 1.43 მილიონმა მისამართმა.

ბარიერის მიუხედავად, მიმდინარე კორექცია ნორმალურია, რომელიც უბრალოდ Bull ტრენდს გასდევს. Santiment-ის ინფორმაციით, ბიტკოინის გადაცვლის (exchange) გადინების ბალანსი ახლა -347-ია. ციფრების ნეგატიური წაკითხვითაც, BTC-ის გადინება, შემოდინების მაჩვენებელს აღემატება, რაც ასევე Bull განწყობის სიმპტომია, რადგან ინვესტორები არა გაყიდვაზე, არამედ აქტივის შენახვაზე ფიქრობენ. ეს კი იმას მოასწავებს, რომ მიმდინარე კორექცია მოკლე ტრენდია, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს იყიდონ ბიტკოინი, სანამ ფასის აღმასვლა გაგრძელდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved