მსოფლიოს უდიდესმა სტეიბლკოინმა პოზიცია აღიდგინა

Home » ბლოგი » მსოფლიოს უდიდესმა სტეიბლკოინმა პოზიცია აღიდგინა
13/05/2022
მსოფლიოს უდიდესმა სტეიბლკოინმა პოზიცია აღიდგინა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა სტეიბლკოინმა ტეთერმა (Tether), მას შემდეგ, რაც 1-დოლარიან ზღვარს მნიშვნელოვნად ჩასცდა, პოზიცია მალევე აღიდგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაზარი 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ტოკენმა დატოვა.

ტეთერი (Tether) დოლარზეა მიბმული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფასი მუდმივად 1 დოლარის სიახლოვესაა. ხუთშაბათს მისი ფასი 0.95 დოლარამდე დაეცა და ნორმალურ დონეზე დაბრუნება გაუჭირდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც კრახი განიცადა ასევე პოპულარულმა, ტერას სტეიბლკოინმა UST-მა.

ტერა USD, ან იგივე UST ტეთერისგან (Tether) განსხვავდება. ის დამოკიდებულია ისეთი ფაქტორების ნარევზე, როგორებიცაა კოდი, ასევე მონათესავე კოინი ლუნა, რომელიც UST-ს ფასის სტაბილიზაციას ემსახურება. გარდა ამისა, მისი ფასის უზრუნველყოფა ასევე მილიარდობით დოლარის ღირებულების ბიტკოინებით ხდება.

ტეთერის (Tether) სტაბილურობის უზრუნველყოფა ხდება ფულადი სახსრებით და მოკლევადიანი საკრედიტო ვალდებულებებით, რომლებიც დოლარის იმ ეკვივალენტურ მოცულობას შეესაბამება, რომელთა უზრუნველყოფაც მომხმარებლების მხრიდან ხდება. ეს აქტივები რეზერვში ინახება, რომლებსაც იმავე სახელის მქონე (ტეთერი) კომპანია მართავს.

რეალობაში, ეს არის კრიპტო ინვესტორების ერთგვარი საბანკო ანგარიში, რომელსაც ისინი მაშინ იყენებენ, როდესაც ბაზარზე რყევები ხდება. ინვესტორები ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვას ყველაზე ხშირად, სწორედ ტეთერით (და სხვა სტეიბლკოინებით) ახორციელებენ.

ბაზარზე ამჟამად დაახლოებით 79.5 მილიარდი დოლარის ტეთერი (Tether) ცირკულირებს. ჯერ კიდევ 24 საათის წინ ეს მოცულობა თითქმის 3 მილიარდით მეტი იყო. კომპანია „ტეთერს“ ამ თანხის დახარჯვა, ბაზრის სტაბილიზაციისთვის დასჭირდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved