მსხვილი ინვესტორების 36% კრიპტო აქტივებს ფლობს – Fidelity

Home » სიახლეები » მსხვილი ინვესტორების 36% კრიპტო აქტივებს ფლობს – Fidelity
11/06/2020
მსხვილი ინვესტორების 36% კრიპტო აქტივებს ფლობს – Fidelity

აშშ-სა და ევროპაში ინსტიტუციონალური ინვესტორების თითქმის 36% ფლობს კრიპტო აქტივებს, ნაჩვენებია Fidelity-ის გამოკითხვაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

ინსტიტუციონალური ინვესტორები მოიცავს საპენსიო ფონდებს, ფინანსურ მრჩეველებსა და ჰეჯ-ფონდებს.

კვლევის მიხედვით, ციფრული აქტივებიდან ბიტკოინი ყველაზე პოპულარულია, გამოკითხულთა 25%-მა სწორედ მისი ფლობა დაადასტურა, 11% კი ეთერიუმს ანიჭებს უპირატესობას.

,,ეს შედეგები ადასტურებს ტენდენციას, რომელსაც ბაზარზე ვხედავთ ციფრული აქტივების, როგორც ახალი ინვესტირებადი აქტივების კლასის მიმართ ინტერესის ზრდისკენ” – აღნიშნაTom Jessop-მა, Fidelity Digital Assets-ის პრეზიდენტმა განცხადებაში.

Fidelity-ის გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ ფირმების მიერ დასახელებული ყველაზე დიდი წინააღმდეგობები, რასაც ხშირად აკვირდებიან, რათა კიდევ უფრო მეტად აითვისონ ციფრული აქტივები კრიპტოს ფასების ხშირი ცვალებადობა და ბაზრის მანიპულირებადი ბუნებაა.

მეტი: https://bit.ly/2YhzhTC

© 2020 MyCoins.ge all rights reserved