რამ გამოიწვია რიპლის (XRP) ფასის ზრდა და როგორია მისი მომავალი?

Home » ბლოგი » რამ გამოიწვია რიპლის (XRP) ფასის ზრდა და როგორია მისი მომავალი?
12/04/2021
რამ გამოიწვია რიპლის (XRP) ფასის ზრდა და როგორია მისი მომავალი?

მარკეტზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – რიპლის (XRP) ღირებულება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, ≈111%-ით გაიზარდა და 2021 წელს მისი ღირებულების უმაღლეს ნიშნულს – $1.46-ს მიაღწია.

რამ განაპირობა რიპლის (XRP) ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა?

როგორც უკვე ცნობილია, ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს რიპლის (XRP) საქმის სასამართლოში განხილვა, რაც კრიპტოვალუტისა და Money Gram-ის უთანხმოებას მოჰყვა. ბოლო პერიოდში, რიპლის მიერ სასამართლოში წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა, ექსპერტების თქმით, საკმაოდ კარგად იმოქმედა მის ღირებულებაზე და შეიძლება ითქვას, რომ მისი ფასის ზრდა სწორედ რომ სასამართლო პროცესში მათ წარმატებას უკავშირდება.

How_to_buy_bitcoin

რიპლის (XRP) საფასური 2021 წლის დაწყებასთან ერთად 2-ჯერ გაიზარდა და $37 მილიარდის ოდენობის მარკეტის კაპიტალიზაციის ფონზე, $1 ნიშნულს, 2018 წლის შემდეგ, პირველად გადასცდა. კრიპტომოყვარულების აზრით, რიპლის (XRP) ფასის ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს და მის ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს სულ მალე მიაღწიოს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ექსპერტების აზრით, რიპლისთვის (XRP) 2021 წელი შესაძლოა საკმაოდ პერსპექტიული წელი აღმოჩნდეს.

შენ რას ფიქრობ რიპლზე (XRP)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved