რა არის საჭირო ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდისთვის

Home » ბიტკოინი » რა არის საჭირო ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდისთვის
18/03/2022
რა არის საჭირო ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდისთვის

სააქციო ბაზრის ამერიკელი ბროკერი, ფინანსისტი და ანალიტიკოსი პიტერ შიფი, ბიტკოინის (BTC) და ციფრული ვალუტების ცნობილი კრიტიკოსი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში, პოზიცია შეიცვალა და ახლა მთავარ ციფრულ ვალუტას ისეთივე აქტივად განიხილავს, როგორიც ოქროა.

სხვათა შორის, შარშან, როდესაც ციფრული ვალუტების ფასი ეცემოდა, ის ნიშნის მოგებით ამბობდა, რომ ციფრული „ბუშტის“ დასასრული მოახლოვდა. მაგრამ ამჟამად ის ფიქრობს, რომ ბაზარზე გარკვეული კონდიციების შემთხვევაში, ბიტკოინი ზრდას გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ ბიტკოინმა (BTC) ზრდა გააგრძელოს, NASDAQ-ის ზრდა და ოქროს გაუფასურებაა საჭირო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეერთებული შტატების ფედრეზერვი, ინფლაციის 2-პროცენტიან დონეზე ისე დაბრუნებას შეძლებს, რომ ამით ეკონომიკას არ დააზარალებს. ეს რომ მოხდეს, დოლარზე განაკვეთი მინიმალურად უნდა გაიზარდოს და მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები“, – ამბობს შიფი.

მის მიერ დასახელებული პირობების შესრულება იოლი არ იქნება. ამის ძირითადი მიზეზი, ფედრეზერვის ქორული განწყობაა – ცენტრალურმა ბანკმა ახლახანს მიანიშნა, რომ წელს განაკვეთს შვიდჯერ გაზრდის. მიზანი ინფლაციის 2 პროცენტამდე დაწევაა.

რაც შეეხება ბიტკოინს (BTC), მისი ფასი ჰორიზონტალურ მოძრაობას აგრძელებს. დიაპაზონი 36-42 ათას დოლარს შორისაა. „კოინგეკოს“ მონაცემებით, ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 1.9 ტრილიონი დოლარის ფარგლებშია. ბიტკოინის (BTC) ეგრეთ წოდებული სიხარბის და შიშის ინდექსი 24-მდე არის გაზრდილი.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: სავაჭრო პლატფორმა „კოინბეიზის“ მონაცემებით, მისმა კლიენტებმა ბოლო ერთ კვირაში 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები (BTC) გაიტანეს. ეს 2017 წლის შემდეგ, გატანის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და არის იმის სიგნალი, რომ მსხვილი ინვესტორები, ბიტკოინის (BTC) დიდი ხნით შენახვას ანიჭებენ უპირატესობას.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved