რით ხსნიან ექსპერტები კრიპტოვალუტების ფასების ზრდას?

Home » სიახლეები » რით ხსნიან ექსპერტები კრიპტოვალუტების ფასების ზრდას?
02/04/2020
რით ხსნიან ექსპერტები კრიპტოვალუტების ფასების ზრდას?

კრიპტოვალუტების ფასები გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 5%-იანი მატება განიცადა, პოზიტიური ცვლილებებია ალტკოინების ფასებშიც.

coin360

ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთი კი ინფლაციის შიშია.

გასულ კვირას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ნაბიჯი გადადგეს, რითიც მიზნად ისახავდნენ უმუშევრობის ზრდის და ეკონომიკური რეცესიის შემსუბუქებას. მართალია, საზოგადოებამ დროებით შვება იგრძნო, თუმცა ეკონომიკას ამ ყველაფერზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ ნაბიჯებმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაცია და გაცილებით მეტი ფინანსური პრობლემა.

უფრო დეტალურად კი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ორგანოს გადაწყვეტილება, დაებეჭდათ $2 ტრილიონი, ანალიტიკოსებმა განმარტეს, როგორც დოლარისთვის საფრთხის მომტანი ქმედება.

როგორც სფეროს ანალიტიკოსები განმარტავენ, ზემოთ ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორების უფრო მეტ რაოდენობას აქტივები მიაქვს იქ, რითი მანიპულირებაც ბანკს და მთავრობას არ შეუძლია – ეს კრიპტოვალუტებია. ყველაფრის ფონზე კი უფრო მეტად იზრდება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან.

რაც შეეხება ბიტკოინს, ეჭვი არც ყოფილა, რომ 2020 წელი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მართალია COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო კრიპტოვალუტას ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა მალევე ახერხებს ძალების მოკრებას, ახლა მთელი ყურადღება ჰალვინგზეა მიპყრობილი.

ექსპერტების შეფასებით, კრიპტოვალუტებისადმი ნდობას კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს. ინვესტორებისთვის შესამჩნევია ის ფაქტი, რომ კრიპტოვალუტებს საკმაოდ ძლიერი ქსელი აქვთ. მაგალითად, DeFi-ის განვითარებას ეთერიუმის მომავალი ახალ დონეზე გადაჰყავს.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტები და მოსაზრებები დასაფიქრებელია, თუმცა ზუსტად არავინ იცის, როგორ შეიცვლება კრიპტოვალუტების მდგომარეობა ბაზარზე. დღეს კი აშკარაა, რომ ბაზარი შედარებით სტაბილურია.

შენ როგორი პროგნოზები გაქვს?

წყარო: https://bit.ly/3dQhCcI

© 2020 MyCoins.ge all rights reserved