რობერტ კენედი უმცროსი Consensus 2024-ზე

Home » სიახლეები » რობერტ კენედი უმცროსი Consensus 2024-ზე
31/05/2024
რობერტ კენედი უმცროსი Consensus 2024-ზე

კრიპტოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფორუმი, Consensus 2024 კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და Web3 თემებს აერთიანებს. ტექსასის შტატში, ოსტინში ჩატარებულ ღონისძიებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია We The People-ის კანდიდატი, რობერტ კენედი უმცროსიც დაესწრო.

კენედი ტრამპისა და ბაიდენისაგან განსხვავებით ხშირად საუბრობს კრიპტოზე და შეიძლება ითქვას პრო-კრიპტო კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაპრეზიდენტების ან თუნდაც საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობის მიღების შანსები დაბალია, კენედის მაინც შეაქვს ამერიკული პოლიტიკის ყოველდღიურობაში ციფრული ვალუტის თემა.

ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე, კენედიმ ტრამპს ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება მოუწონა და აღნიშნა, რომ კრიპტოს მხარდაჭერა ნიშნავს თავისუფლებისა და გამჭვირვალობის მხარეს ყოფნას: “მნიშვნელობა არ აქვს ეს მხარდაჭერა პოლიტიკურია თუ არა, ის საბოლოო ჯამში კარგია ამერიკისთვის”.

კენედის კითხეს კრიპტო რეგულაციებზეც: “გვჭირდება ტრანზაქციების თავისუფლება. საფულე, რომელზეც ჩვენ გვაქვს კონტროლი, ტრანზაქციების თავისუფლება და გამჭირვალე ვალუტა. ამერიკა უნდა დარჩეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ჰაბად. მე კრიპტოვალუტას ისე დავარეგულირებ, რომ მომხმარებელი თაღლითური სქემებისგან დავიცვა. კამპანიის დაწყებიდან დღემდე 21 ბიტკოინი შევიძინე. ასევე, 3-3 ბიტკოინი ვუყიდე ჩემს შვილებსაც.”

© 2020 MyCoins.ge all rights reserved