Coinbase-ის თანადამფუძნებელი და CEO, ბრაიან არმსტრონგი, კრიპტოსავალუტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია.
ტრადიციულ ფულთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესები, არსებული საკომისიოები და განვითარებად ქვეყნებში გამეფებული მაღალი ინფლაცია ის მიზეზებია, რამაც კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი გაუჩინა. სატოში ნაკამოტოს მიერ, 11 წლის წინ გამოქვეყნებული ,,თეთრი ფურცელის” წაკითხვის შემდეგ, მომავლის ფულში შესაძლებლობა დაინახა და პირველი ბიტკოინებიც იყიდა. ციფრული ფულისადმი ნელ-ნელა მეტი რწმენა გაუჩნდა, კოდი დაწერა და შექმნა პლატფორმა, სადაც ადამიანები საკუთარი კრიპტოების შენახვას და სასურველი ტრანზაქციების განხორციელებას მარტივად შეძლებდნენ.
კრიპტოვალუტების სამყაროში მოხვედრის მთავარ მიზეზებზე Forbes-თან საუბრისას ბრაიან არმსტრონგმა აღნიშნა: ,,მსურდა, მსოფლიოს ჰქონოდა გლობალური, ღია ფინანსური სისტემა, რომელიც საფუძველს დაუდებდა ინოვაციებსა და თავისუფლებას.”
ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ ინდუსტრიის განვითარებაში და რომელსაც ბიტკოინის მფარველ ანგელოზად მოიხსენიებენ, კრიპტოვალუტების მომავალთან დაკავშირებით თავისი ხედვა აქვს.
მისი აზრით, 10 წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მომავლის ეკონომიკის ნაწილი იქნებიან, 50 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზრდება. მომავლის სტარტაპები კი კრიპტოს გამოიყენებენ გლობალურ ბაზარზე კაპიტალის შესაგროვებლად, რასაც Wall Street-ის კომპანიები ვეღარ გააკონტროლებენ. მისი აზრით, კრიპტოვალუტების პოპულარობა უახლოეს რამდენიმე წელში განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში გაიზრდება, სადაც მაღალი ინფლაციაა.
ახალგაზრდა მილიარდერი მკაფიოდ აფასებს ამჟამინდელ სურათსაც. მისი თქმით, ბიტკოინი, ისევე როგორც ოქრო, რთულია გამოიყენო სწრაფი გაცვლის საშუალებად, რადგან ტრანზაქციებს რამდენიმე წუთიანი დაყოვნება აქვს. პროცესის გამარტივების გზებზე ის და მისი გუნდი აქტიურად მუშაობენ. ამავდროულად, ის გამოსავალს სხვა კრიპტოვალუტების შექმნაშიც ხედავს, რომლებიც ისეთივე სწრაფები იქნებიან, როგორიც ლაითკოინი და ბიტკოინ ქეშია.
არმსტრონგი ფიქრობს, რომ მთავარი გზა ჯერ კიდევ წინაა. მას მოსწონს ის ფაქტიც, რომ ცენტრალური ბანკები უკვე საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვებას იწყებენ და მზად არის კონკურენციის პირობებში ინოვაციური მიდგომებით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახადოს კრიპტო მარტივად ხელმისაწვდომი.
,,როცა Coinbase-ს ვქმნიდი, ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ გავგიჟდი. ახლა კი მთავრობები დებენ ინვესტიციებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში. ეს ნამდვილად არის წინსვლა.” – დაამატა Forbes-თან ინტერვიუს დროს ბრაიან არმსტრონგმა.
როგორია შენი ხედვები ციფრულ ფულთან მიმართებაში?
იყავი მომავლის ეკონომიკის ნაწილი, შექმენი შენი ანგარიში დღესვე.