როგორ აფასებენ მოსალოდნელ ჰალვინგს კრიპტო ბირჟები?

Home » ბიტკოინი » როგორ აფასებენ მოსალოდნელ ჰალვინგს კრიპტო ბირჟები?
08/04/2020
როგორ აფასებენ მოსალოდნელ ჰალვინგს კრიპტო ბირჟები?

კრიპტოსავალუტო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახლოვდება და ამ მხრივ გამოთქმული მოსაზრებებიც მატულობს.

ბიტკოინის ჰალვინგი 2020 წლის მაისში მოხდება და ბევრი თვლის, რომ ეს დიდი ცვლილება იქნება კრიპტოსავალუტო ბაზრისათვის.

ინდუსტრიაში გაჩენილ მნიშვნელოვან შეკითხვას, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა ბაზარზე, სხვადასხვა კრიპტოსავალუტო ბირჟები ეხმაურებიან.

,,ფაქტია, რომ ჰალვინგის შემდგომ 1.5 წელში ფასების ზრდის მომსწრენი გავხდით, შესაბამისად უნდა ველოდოთ ამ მხრივ ინტერესის გაზრდას”. – Dave Ripley, Kraken

,,წინა ორი ჰალვინგის პერიოდში მოთხოვნისა და ფასების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მაინც მიჭირს ზუსტი პროგნოზების გაკეთება. რა თქმა უნდა, თუ წარსულის ტენდენცია განმეორდება, ბაზარზე ახალ მომხმარებლებს უნდა ველოდეთ”. – Ray Youssef, Paxful

CoinMetrics-ის მონაცემების მიხედვით, გასული ორი ჰალვინგის დროს, 2012-სა და 2016 წლებში, ბიტკოინის ფასმა 8,000% და 600%-ით მოიმატა, ერთი წლის პერიოდში.

,,ჩვენ ველით, რომ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს ბიტკოინს და შეხედავს ჰალვინგს, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას. ვთვლით, რომ ამ ყველაფერს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ცენტრისა და სხვა ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული შემსუბუქებული პოლიტიკაც დაეხმარება.” – განაცხადეს Gemini-ში.

,,მაინერებს შორის კონკურენცია მეტად ინტენსიური გახდება. ასევე გვჯერა, რომ გაჩნდება მეტი მოთხოვნა მაინერებზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებზე, რომლებიც მათ ფასთან დაკავშირებული რისკებისა და მოსალოდნელი ფულადი გადინების მართვის საშუალებას მისცემთ.” – Lai.

სხვა ბირჟებზე ნათქვამია, რომ ბიტკოინის ჰალვინგი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში სულაც არ იქნება ყველაზე დიდი მოვლენა. Bitstamp-ში ფიქრობენ, რომ ჰალვინგი სავარაუდოდ უკვე დაჩრდილულია, თუმცა მათი აზრით, გრძელვადიან პერიოდში ეს ნამდვილად მოახდენს ბაზარზე გავლენას.

შენ როგორ ფიქრობ, რა შედეგები მოჰყვება ჰალვინგს?

წყარო: https://bit.ly/34kel13

© 2020 MyCoins.ge all rights reserved