როგორ გავიარო ვერიფიკაცია და რა უპირატესობები აქვს ვერიფიცირებულ ანგარიშს?

Home » სიახლეები » როგორ გავიარო ვერიფიკაცია და რა უპირატესობები აქვს ვერიფიცირებულ ანგარიშს?
16/09/2019
როგორ გავიარო ვერიფიკაცია და რა უპირატესობები აქვს ვერიფიცირებულ ანგარიშს?

რა არის ვერიფიკაცია?

ვერიფიკაცია ეს არის პროცესი, როდესაც შენ ადასტურებ შესაბამისი დოკუმენტებით, რომ ეს ნამდვილად შენ ხარ!

იმისათვის, რომ ისარგებლო MyCoins სერვისებით, რეგისტრაციის შემდგომ უნდა გაიარო ვერიფიკაცია. ვერიფიკაცია სავალდებულო და აუცილებელი ეტაპია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ანგარიშების უსაფრთხოებას.

რა უპირატესობები აქვს ვერიფიცირებულ და არავერიფიცირებულ ანგარიშებს:


სურათი 1

როგორ ხდება ონლაინ ვერიფიკაცია?

ონლაინ ვერიფიკაცია მოიცავს 3 ეტაპს:

  • პირადი ინფორმაცია
  • დოკუმენტის ატვირთვა
  • გადარიცხვა

პირველი ეტაპი: პირადი ინფორმაცია

პირველ ეტაპზე მოცემულ ველებში შეგყავს პირადი ინფორმაცია და გადადიხარ შემდეგ ეტაპზე.

გაითვალისწინე, შეყვანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს შენს ID ბარათზე ან პასპორტზე არსებულ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ვერიფიკაციის თავიდან გავლა.

სურათი 2

მეორე ეტაპი: დოკუმენტის ატვირთვა

მეორე ეტაპზე შენ უნდა ატვირთო შენი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) სურათები: წინა მხარე, უკანა მხარე (ID ბარათის შემთხვევაში), სელფი დოკუმენტით.

სურათი 3

ასატვირთი დოკუმენტის ტიპი: ID ბარათი ან პასპორტი

ასატვირთი დოკუმენტის ფორმატი: doc, pdf, png, jpg, jpeg

ასატვირთი დოკუმენტის ზომა: მაქსიმუმ 4MB

სხვა დეტალები:

  • დოკუმენტი არ უნდა იყოს ვადაგასული ან დაზიანებული
  • ატვირთულ დოკუმენტებზე არსებული ინფორმაცია უნდა იკითხებოდეს
  • სელფით დოკუმენტის გადაღებისას სრულად უნდა ჩანდეს მომხმარებლის სახე, თავად დოკუმენტი და მასში არსებული მონაცემები (იხ. სურათი 4)
სურათი 4

მესამე ეტაპი: გადარიცხვა

ვერიფიკაციის მესამე ეტაპზე შენი საბანკო ანგარიშიდან უნდა გადმორიცხო სასურველი თანხა MyCoins-ის საბანკო ანგარიშზე.

  • ბანკების ჩამონათვალიდან აირჩიე სასურველი ბანკი (რომელ ბანკშიც გაქვს ანგარიში და სარგებლობ ინტერნეტბანკით/მობაილბანკით, რათა მარტივად გადმორიცხო თანხა) და ვალუტა
  • მას შემდეგ რაც აირჩევ ბანკს და ვალუტას, გამოგიჩნდება eMoney-ს* საბანკო ანგარიში ( სურათი 5, პუნქტი 1), რომელსაც მიუთითებ ამავე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკიდან გადმორიცხვისას მიმღების გრაფაში
სურათი 5
  • შედი ამავე ბანკის ინტერნეტბანკში/მობაილბანკში, გადადი გადარიცხვებში და შეიყვანე შემდეგი მონაცემები:

მიმღების გრაფა – შეიყვანე eMoney-ს საბანკო ანგარიში

დანიშნულება – მიუთითე შენი MyCoins ექაუნთის/ანგარიშის 9 ნიშნა რიცხვი, სიტყვა “ვერიფიკაცია” და პირადი ნომერი

  • დააჭირე დასტურს და დაელოდე ჩვენს პასუხს 🙂

როდის მივიღებ პასუხს?

ვერიფიკაციის განაცხადების 90% იმავე დღეს დასტურდება, მაქსიმალური ვადა კი 3 სამუშაო დღეა. ვერიფიკაციის შეტყობინებას მიიღებ ელფოსტაზე და SMS-ის სახით.

თუ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (ატვირთული დოკუმენტები, პირადი ინფორმაცია) შეუსაბამო აღმოჩნდა MyCoins-ის ვერიფიკაციის სტანდარტთან, ამ შემთხვევაში ჩვენ ვუკავშირდებით მომხმარებელს და ვთხოვთ ინფორმაციის ხელახლა გადმოგზავნას. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერიფიკაციის მიღების ვადა (3 სამუშაო დღე), მომხმარებლის მიერ დოკუმენტების ხელმეორედ გამოგზავნის თარიღიდან აითვლება.

გაიარე ვერიფიკაცია ეხლავე! თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში დარეგისტრირდი და ისარგებლე ჩვენი კრიპტოსერვისებით.

* eMoney/MyCoins-ის ანგარიშები საზიაროა, ამიტომ გადმორიცხვა ხდება კომპანია eMoney-ს ანგარიშზე

© 2020 MyCoins.ge all rights reserved