ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-მდე გაიზარდა და მან $7,000-იან ნიშნულს მიაღწია.
ეთერიუმის ფასი დღის განმავლობაში გაიზარდა და ამ მომენტისთვის პოზიციებს $160-ის ზემოთ ინარჩუნებს, რიპლის ფასმა კი 3%-იანი მატების შედეგად დღის განმავლობაში $0.190-ს მიაღწია.
რა სიახლეებია ბაზარზე?
კრიპტომოყვარულები თვლიან, რომ ბაზრის არასტაბილურობა ისევ გაგრძელდება მას შემდეგ, რაც აშშ გახსნის საზღვრებს და ეკონომიკას. კრიპტო ტრეიდერების აზრით, ამ შემთხვევაში ბიტკოინზე უნდა მიმართოს ყველამ ყურადღება.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთის კომერციული ბანკები მალე დაიწყებენ სახელმწიფოს მიერ ნებადართული ციფრული ვალუტის ტესტირებებს. Bloomberg-ის ცნობით მათი ციფრული საფულეები მოიცავს კონვერტაციის ფუნქციასაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები კრიპტოვალუტების ფიატზე გადაცვლას ან საბანკო ანგარიშებს შორის გადარიცხვას შეძლებენ.