როგორ იმოქმედებს ბიტკოინის (BTC) ფასზე არჩევნები?

Home » სიახლეები » როგორ იმოქმედებს ბიტკოინის (BTC) ფასზე არჩევნები?
20/10/2020
როგორ იმოქმედებს ბიტკოინის (BTC) ფასზე არჩევნები?

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოლარიზებულ არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენია. ბაზარზე არსებული გაურკვევლობა ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორების გააქტიურებას ყველაზე უსაფრთხო აქტივების, ოქროსა და ბიტკოინის მიმართულებით გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის არასტაბილურობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპს Covid-19 დაუდგინდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დღემდე გამართულ დებატებსა თუ პრესკონფერენციებში, არც ერთ კანდიდატს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა ამ ინდუსტრიისადმი ინტერესის მკვეთრი ზრდის პირობებში, მათგან კონკრეტული სტრატეგიის გაჟღერებას ბევრი ადამიანი მოელის.

ბლოგის წერის მომენტში ბიტკოინის ფასი $11,753-ია, კრიპტომოყვარულები კი ფასის $20,000-მდე ზრდას ელიან. ფასის დინამიკა ბოლო 1 თვის მანძილზე კი ასე გამოიყურება:

საინტერესოა, როგორც შეიცვლება ფასი არჩევნებამდე და მას შემდეგაც, რაც ამერიკა თავის ფავორიტ კანდიდატს აირჩევს.

Finance.yahoo.com-ის მიხედვით

© 2020 MyCoins.ge all rights reserved