როგორ შევინარჩუნოთ მომგებიანი კრიპტო პორტფელი? – რჩევები ინვესტორებს

Home » სიახლეები » როგორ შევინარჩუნოთ მომგებიანი კრიპტო პორტფელი? – რჩევები ინვესტორებს
17/04/2020
როგორ შევინარჩუნოთ მომგებიანი კრიპტო პორტფელი? – რჩევები ინვესტორებს

მომგებიანი კრიპტო პორტფელის შენარჩუნება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარზე დროებითი კრიზისი ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეიდერის, Dennis Gartman-ის წიგნზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ კრიპტოვალუტებზე ადაპტირებულ რჩევებს.

1. მზად იყავი პოზიციების მარტივად შეცვლისთვის

თუ ხედავ, რომ შენი აქტივების ფასი მინიმუმამდე მცირდება, მზად იყავი, რომ დახურო პოზიცია. სწრაფი რეაგირება მნიშვნელოვანია.

2. ფინანსური დანაკარგი ცუდია, თუმცა მენტალური სტრესი გაცილებით მძიმეა

პოზიციის შენარჩუნება, რომელიც პორტფელის ღირებულებას ზიანს აყენებს, არ არის კარგი, თუმცა მის მიერ გამოწვეული ფსიქიკური სტრესი კიდევ უფრო საზიანოა. თუ ზარალი განიცადე, შეეცადე რამდენიმე დღე სხვა საკითხებზე გადაერთო, თუნდაც როგორიც შენი ოჯახი და პირადი კეთილდღეობაა და შემდეგ, ცივ გონებზე მიიღო ახალი გადაწყვეტილებები.

3. თუ ბაზარი ხარულია, პოზიცია ნეიტრალური ან გრძელი უნდა იყოს

ხარულ ბაზარზე გრძელი ან ნეიტრალური პოზიციაა რეკომენდებული მაშინ, როცა დათვური ტრენდის არსებობის შემთხვევაში მათგან თავის შეკავება სჯობს. და რაც მთავარია, მოკლე პერიოდში ტრენდის ცვლილებისას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ არის რეკომენდებული, სჯობს დრო გავიდეს და კარგად გამოჩნდეს, როგორია სინამდვილეში ტრენდი.

4. დაუჯერე ტრენდებს, ვიდრე სხვის მოსაზრებებს

ზოგჯერ ინვესტორები 100%-ით არიან დარწმუნებულები, რომ ფასი შეიცვლება, თუმცა ეს ასე არ ხდება. რამდენადაც სწორად არ უნდა თვლიდე შენს აზრს და ამის უამრავ დასტურს ეძებდე სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და ცნობილი ანალიტიკოსების გამოსვლებში, მაინც სიფრთხილე გამოიჩინე.

ინვესტორებს ახასიათებთ, ეძებონ მსგავსი აზროვნების მოვაჭრეები და დაბლოკონ მოწინააღმდეგეები. რეალურად კი, რთულია ზუსტად გაიგო ყველას მოტივები და ღირს კი ამ დროს ზუსტად ენდო სხვის პროგნოზებს?

შესაბამისად, უფრო მეტად ენდე ტრენდს, ვიდრე კრიპტო ინფლუენსერების განცხადებებს.

5. იყავი მომთმენი

ბაზარი დიდი ხნის მანძილზე შეიძლება დარჩეს გამოკვეთილი ტრენდის გარეშე, შესაბამისად, თუ ზუსტი მიმართულება არ სჩანს, სჯობს მოითმინო შემდეგი ნაბიჯების გადადგმამდე.

რეალურად, უამრავი რჩევა არსებობს ბაზრის ცვლილებისას სწორი ქმედებების შესახებ, თუმცა, იცოდე, რომ არ არსებობს ამის უნივერსალური ფორმულა და ყველას ინდივიდუალური სტრატეგია აქვს.

იყიდე კრიპტო მაიქოინსზე და მიიღე პორტფელის ყოველდღიური მიმოხილვა საჩუქრად.

მეტი: https://bit.ly/3cmIXSf

© 2020 MyCoins.ge all rights reserved