როგორ ხარჯავენ კრიპტომოყვარულები თავიანთ ბიტკოინებს?

Home » ბიტკოინი » როგორ ხარჯავენ კრიპტომოყვარულები თავიანთ ბიტკოინებს?
02/10/2020
როგორ ხარჯავენ კრიპტომოყვარულები თავიანთ ბიტკოინებს?

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ბლოკჩეინ ინვესტორთა წამყვანმა ვებგვერდმა (Bitcoin Market Journal) გამოაქვეყნა, კრიპტოენთუზიასტების 70% თავიანთ კრიპტოვალუტებს აქტიურად იყენებენ.

ზოგადად, ინვესტორების გარკვეული კატეგორია კრიპტოვალუტებს მხოლოდ როგორც საინვესტიციო საშუალებას ისე უყურებს. საინტერესოა, როგორია ზოგადი სურათი?

იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ტენდენციები გამოევლინათ, კვლევის ორგანიზატორებმა 35,000-ზე მეტი კრიპტო ინვესტორი გამოკითხეს. შედეგები ასე გამოიყურება:

რესპონდენტების 70%-მა კრიპტოვალუტები ბოლო 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენა.

🔵 კრიპტოენთუზიასტების 11%-მა კრიპტოვალუტებით საკვებისთვის გადაიხადა, 12%-მა კი კრიპტოები გართობაში დახარჯა.

🔵 75%-მა არსებული კრიპტოვალუტები სხვა კრიპტოების საყიდლად გამოიყენეს კრიპტო ბირჟებზე.

სხვა კატეგორიები კი ასე გამოიყურება:

🔵 ტრანსპორტირება – 5.04%

🔵 ტანსაცმელი – 8.4%

🔵 განათლება – 8.4%

აშკარაა, რომ კრიპტომოყვარულებში HODL-ერები ერთადერთი კატეგორია არაა და ისინი ციფრულ ფულს ყოველდღიური მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ, კრიპტოების გადახდის საშუალებად დანერგვას კი უფრო მეტი ბიზნესისგან ელიან.

წყარო: finance.yahoo.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved