ინგლისურენოვანი ადგილობრივი მედიის TheNews.Asia – ს მიერ 2019 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სამხრეთ კორეის მთავრობამ ბლოკჩეინი კვლევისა და განვითარების იმ დარგებს მიაკუთვნა, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ გრძელვადიან პერიოდში ინოვაციების გაზრდის მიზნით. სტრატეგიებისა და ფინანსთა სამინოსტრომ აღნიშნული ცვლილების თაობაზე გასული წლის საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების დადგენილებაში განაცხადა, რომელიც ძალაში 2019 წლის თებერვალში შევა. შემოთვაზებული ცვლილებები ასევე ეხება ბლოკჩეინის დარგში შექმნილ გამომთვლელ რობოტებსა და გადასახადების შემცირების ახალ ტექნოლოგიებს. ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, ამ ცვლილებების საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ მცირე ზომის საწარმოების 30 დან 40 პროცენტამდე და საშუალო და დიდი საწარმოების 20 დან 30 პროცენტამდე კვლევისა და განვითარების ხარჯები საგადასახადო შეღავათებს დაექვემდებარება.
ამჟამად, მსხვილი კორპორაციების კვლევისა და განვითარების საგადასახადო დაქვითვის განაკვეთი 0 დან 2 პროცენტამდე მერყეობს, საშუალო კომპანიებისათვის 8 დან 15 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო მცირე საწარმოებისათვის იგივე ნიშნული 25 პროცენტს შეადგენს. როგორც Cointelegraph – ი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, სამხრეთ კორეის ზოგიერთი უდიდესი კრიპტოსავალუტო ბირჟა სახელმწიფო უსაფრთხოების აუდიტს გადაეცა, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში Cointelegraph – ის მიხედვით, სამხრეთ კორეის ორმა სამინისტრომ პორტის ლოჯისტიკის გასანახლებლად ბლოკჩეინის საპილოტე პროექტი გაუშვა. [1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/blockchain-research-now-granted-tax-credit-in-south-korea