სემ ბენკმენ-ფრიდს 25 წელი მიუსაჯეს

Home » სიახლეები » სემ ბენკმენ-ფრიდს 25 წელი მიუსაჯეს
29/03/2024
სემ ბენკმენ-ფრიდს 25 წელი მიუსაჯეს

FTX-ის დამაარსებელი და ყოფილი CEO, სემ ბენკმენ-ფრიდი პატიმრობაში 25 წელს გაატარებს. შეგახსენებთ, რომ ის დამნაშავედ 7 სხვადასხვა საქმეში ცნეს, მათი უმეტესობა თაღლითობას ეხება.

სემ ბენკმენ-ფრიდს გასული წლის ნოემბერში FTX-ისა და Alameda-ს მეშვეობით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობისთვის გაასამართლეს. მისი ქმედებების შედეგად კრიპტობირჟის მომხმარებლებმა ჯამში 8-იდან 11 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს.

ხანგრძლივი სასჯელის მიზეზები მოსამართლე ლუის კაპლანმა ასე ახსნა: “მას სინანულის ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია” და სიყალბედ შეაფასა ბენკმენ-ფრიდის ალტრუისტული იმიჯი საზოგადოების თვალში. დაცვის მხარის არგუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბენკმენ-ფრიდი მომავალში დანაშაულს არ ჩაიდენდა, მოსამართლემ უარყო და აღნიშნა, რომ მისი “ტალახში ამსოვრილი რეპუტაციის მიუხედავად” ის “მარკეტინგული ნიჭით დაჯილდოვებული” და “მიზანდასახული” ინდივიდია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved