სერბეთის პრინცი ფილიპი: „ბიტკოინი (BTC) თავისუფლებაა“

Home » ბიტკოინი » სერბეთის პრინცი ფილიპი: „ბიტკოინი (BTC) თავისუფლებაა“
22/03/2022
სერბეთის პრინცი ფილიპი: „ბიტკოინი (BTC) თავისუფლებაა“

სერბეთის და იუგოსლავიის პრინცმა ფილიპმა, სერბულ სატელევიზიო შოუში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბიტკოინი (BTC) არის თავისუფლება და ეს ისეთი რამაა, რასაც ყველას უსურვებს“.

პრინცის ამ გამონათქვამის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა ტელეწამყვანმა დენის პორტერმა. საკუთარ შოუში „დენის პორტერ შოუ“, მან განმარტა, რომ პრინც ფილიპის თქმით, ბიტკოინი (BTC) არის უფრო მეტი, ვიდრე ციფრული ვალუტა. ბიტკოინი (BTC) არის თავისუფლება და არა კრიპტო ვალუტა.

პრინცი ფილიპი დარწმუნებულია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ერი სახელმწიფოს „ფულს ჩამოართმევს“. „ჩვენ კვლავ გვჭირდება მყარი ფული. ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის ფული, რომელსაც ინფლაცია არ შეეხება“, – ამბობს პრინცი.

რაც შეეხება ინფლაციას, პრინცი ფილიპი ამბობს, რომ ამჟამად ისეთივე პრობლემებია შექმნილი, როგორიც 2008 წელს იყო. და სიტუაცია თანდათან უარესდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნებმა სტიმულირების უპრეცედენტო პროგრამები განახორციელეს. ამას ინფლაციის სწრაფი ზრდა და შესაბამისი ვალუტების გაუფასურება მოჰყვა. თავის მხრივ, ვალუტის გაუფასურება, მოქალაქეების დანაზოგებს ანადგურებს.

პრინცი ფილიპი დასძენს: „ეს ის საკითხია, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს. ადამიანრბმა შეიძლება ის ნელა შეისწავლონ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამას არ იზამენ, რადგან ამ პროცესს შეუჩვეველნი არიან. მათ სურთ ისეთი სისტემის დაცვა, რომელიც მიღწევებში ეხმარება“.

პრინცი დასძენს, რომ ბიტკოინი (BTC) არასდროს იქნება ინფლაციური აქტივი: „ის (ბიტკოინი – BTC) არ ექვემდებარება ცენზურას. ის ურთიერთგაცვლადია. შესაძლებელია მისი ადვილად გადაადგილება. ის ხალხს დამოუკიდებლობაში დაეხმარება და ის ადამიანებს თავისუფლების მიღწევის საშუალებას აძლევს“.

პრინცი ფილიპი არის იუგოსლაციის სამეფოს ბოლო შთამომავლობითი პრინც ალექსანდრეს და პრინცესა მარია დე გლორიას შვილი. ამჟამად ფილიპი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქტივების მართვის მენეჯერი. სამუშაოს ფარგლებში, ის აანალიზებს ბაზარზე არსებულ სიტუაციებს და კლიეტებს რჩევებს უზიარებს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved