სიახლე, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და პოპულარული კრიპტოვალუტა EOS, უკვე MyCoins.ge-ზეა

Home » სიახლეები » სიახლე, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და პოპულარული კრიპტოვალუტა EOS, უკვე MyCoins.ge-ზეა
12/06/2019
სიახლე, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და პოპულარული კრიპტოვალუტა EOS, უკვე MyCoins.ge-ზეა

რა არის EOS?

ეოსი (EOS) არის ერთ-ერთი საინტერესო კრიპტოვალუტა, რომელიც არის სრულიად დეცენტრალიზირებული, დაფუძნებულია ბლოქჩეინზე და გამოიყენება დეცენტრალიზირებული აპლიკაციების მხარდასაჭერად. EOS-ი მისი მარტივი ფუნქციების საშუალებით, დეველოპერებს აძლევს საშუალებას შექმნან დეცენტრალიზირებული აპლიკაციები – დაპლები (Dapps).

EOS-ი სხვა ისეთი კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით რომლებიც დეცენტრალიზირებული აპლიკაციების აწყობის საშუალებას იძლევა, რიგი საინტერესო მახასიათბლებით გამოირჩევა. ასინქრონული კომუნიკაციითა და პარალელური პროცესირებით (დამუშავებით) ეოსის პლატფორმა წამში მილიონობით ტრანზაქციის გატარების საშუალებას იძლევა.

XRP-ის მსგავასდ EOS-საც აქვს ეგრეთ წოდებული თეგი, რომელსაც EOS-ის შემთხვევაში ეძახიან MEMO-ს, ხოლო EOS-ის მისამართი კლასიკური კრიპტომისამართებისგან განსხვავდება და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტყვა მაგ: MyCoins, ხოლო MEMO იქნება MyCoins-ის ანგარიშის ნომერი (როგორც XRP-ში თეგი არის MyCoins-ის ანგარიშის ნომერი)

EOS-ის ფასი ამ დრომდე

EOS-ის ღირებულება 12 ივნისის მდგომარეობით $6.34-ია, ხოლო ისტორიული მაქსიმუმი $21 იყო. ის ამ ეტაპზე „coinmarketcap“-ის მიხედვით მე-6-ე ადგილზეა და ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენს $7,250,195,493-ს, მოცულობა $2,075,286,197-ია ხოლო სულ გამოშვებულია 918,773,507 EOS.

EOS price chart

სურათის წყარო: coinmarketcap.com

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პირველად საქართველოში, უმსხვილესი ქართული კრიპტოპლატფორმა MyCoins.ge გთავაზობთ უკვე ეოსის სერვისებს. მომხმარებელს შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, დაარეგისტრიროს ავტომატური ყიდვა/გაყიდვის ორდერი, ასევე მიიღოს და გააგზავნოს კრიპტოვალუტა ეოსი კომფორტულად და დაცულად. შეგახსენებთ, რომ #თქვენიკრიპტოსივრცე MyCoins.ge-ზე კიდევ 6 სხვა კრიპტოვალუტის სერვისებია ხელმისაწვდომი, ესენია: ბიტკოინი (Bitcoin), ბიტკოინ ქეში (Bitcoin), რიპლი (Ripple), ლაითქოინი (Litecoin), ეთერიუმი (Ethereum) და დეში (Dash).

გსურს გქონდეს ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტა?

იყიდე, გაყიდე, მიიღე, გააგზავნე და შეინახე EOS კრიპტოვალუტა, გაამრავალფეროვნე შენი MyCoins ანგარიში. თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში, გაიარე რეგისტრაცია და ისარგებლე სხვადასხვა კომფორტული კრიპტოსერვისით.

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved