სოციალური მედიის კრიპტო მონეტებს სამომავლოდ წარმატება ელით

Home » სიახლეები » სოციალური მედიის კრიპტო მონეტებს სამომავლოდ წარმატება ელით
27/05/2019
სოციალური მედიის კრიპტო მონეტებს სამომავლოდ წარმატება ელით

CNBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად (24 მაისი), კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ბანკის Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის გიგანტების მიერ შექმნილ კრიპტო-აქტივებს სამომავლოდ დიდი წარმატება ელით. წინა ინტერვიუში (თებერვალი, 2019) ნოვოგრაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია, რომ ბიტკოინი (BTC) სხვა ტრადიციული აქტივების ნაცვლად ღირებულებისა და დაგროვების ერთ-ერთ საზომს წარმოადგენს (მაგალითად ოქრო). თუმცა, ამავდროულად მან დასძინა, რომ Facebook-ის კრიპტო მონეტის გამოჩენა ბაზარზე არსებული კრიტოვალუტებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ახალი მონეტების ბრუნვაში ჩაშვება სავარაუდოდ ტრადიციული კრიპტოვალუტების ბრუნვის მოცულობას შეამცირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თვის დასაწყისში ნოვოგრაცმა ე.წ „კრიპტო ზამთრის დასასრულზე“ მიუთითა, რაც თავის მხრივ კრიპტო ბაზრის გამოჯანმრთელებასთან და ინვესტორების მხრიდან ფასის ზრდაზე ორიენტირებული სპეკულაციურ ქმედებებთან  არის დაკავშრებული.

Galaxy Digital-ის მფლობელმა ასევე განაცხადა რომ მონეტები როგორიცაა Ethereum (ETH) და eos (რომლებიც განიხილებიან როგორც ვებ 3.0 მონეტები) საკმაოდ დიდი პოტენციალით გამოირჩევიან. ზოგადად, დღესდღეობით არსებული თითქმის ყველა ქსელი მიისწრაფის ე.წ. ვებ 3.0 ტექნოლოგიების ათვისებისაკენ, თუმცა სულ ორიდან ხუთ წლამდე პერიოდი იქნება საჭრო გამარჯვებულის გამოსავლენად, რადგან საწყის ეტაპზე აღნიშნული კონკურენცია უფრო მეტად გავს საწყისი კაპიტალის მობილიზების თამაშს, ვიდრე კრიპტოვალუტების შეჯიბრს. მისი აზრით, მსგავსი ტიპის ინიციატივების განსავითარებლად და პლატფორმაში ჩაშენებული აპლიკაციების შესაქმნელად მრავალი დეველოპერის ძალისხმევაა საჭირო, რაც საბოლოოდ გაცილებით სასარგებლოს გახდის კრიტოპოვალუტის მოხმარებას. რაც შეეხება სოციალური მედიის გიგანტების კრიპტო მონეტებს, 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაშიფრული მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურების პროვაიდერი Telegram-ი 2019 წლის მესამე კვარტალში გაუშვებს საკუთარ ე.წ Telegram Open Network-ს, ხოლო Facebook-ი კი, რომელიც უკვე Globalcoin-ზე არის მიმაგრებული, საკუთარი კრიპტოვალუტის გაშვებას 2020 წლისათვის აპირებს.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/galaxy-digital-founder-michael-novogratz-one-of-the-social-media-cryptos-will-succeed

© 2020 MyCoins.ge all rights reserved