საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე სტაბილური ქოინი – USDC ტრონის ბლოკჩეინს ტოვებს. ამის შესახებ Circle-მა, USDC-ის გამომშვებმა, დღეს განაცხადა. როგორც Circle ამბობს, ცვლილება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ტრონის ბლოკჩეინზე USDC-ის “დამინტვა” განცხადების გაკეთების წამიდან შეწყდა, ხოლო მოხმარებელთა მფლობელობაში არსებული USDC-ის ტრონიდან სხვა ბლოკჩეინებზე გადატანა 2025 წლის თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.
ტრონის ბლოკჩეინიდან ჩახსნის მიზეზად Circle-მა საკუთარი რისკის მენეჯმენტის სამოქმედო გეგმა დაასახელა – რომლის მიხედვითაც USDC უნდა დარჩეს “სანდო, გამჭვირვალე და უსაფრთხო”.
გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტრონის ბლოკჩეინის მთავარი ქოინი, TRX ფასსა და პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს.