სტელარი (XLM) – კიდევ ერთი მოთხოვნადი კრიპტო მაიქოინსზე

Home » სიახლეები » სტელარი (XLM) – კიდევ ერთი მოთხოვნადი კრიპტო მაიქოინსზე
01/07/2020
სტელარი (XLM) – კიდევ ერთი მოთხოვნადი კრიპტო მაიქოინსზე

მაიქოინსზე კიდევ ერთი მოთხოვნადი კრიპტო დავამატეთ. ალბათ კარგად იცნობ სტელარს, თუმცა მოკლედ მაინც მიმოვიხილოთ.

სტელარი ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული კრიპტოა, რომელიც 2014 წელს გაეშვა. სტელარის ვალუტებს ლუმენებს უწოდებენ, სიმბოლო კი XLM-ია.

რატომ სტელარი?

★ სტელარს აქვს დეცენტრალიზებული და ღია მონაცემთა ბაზა

★ დადასტურების დრო: 3-5 წამი

★ შეუძლია დაუშვას ათასობით ტრანზაქცია 1 წამში

★ საშუალებას იძლევა შესრულდეს სმარტ კონტრაქტები

★ Stellar უზრუნველყოფილია Stellar Consensus Protocol-ით, რომელიც მას იცავს დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით.

★ წლიური ინფლაცია ფიქსირებული 1%-ია

აღსანიშნავია, რომ სტელარი თავდაპირველად ემყარებოდა რიპლის პროტოკოლსა და მოდელს. სწორედ ამიტომ აქვთ რიპლს (XRP) და სტელარს (XLM) ბევრი მსგავსება. ამავდროულად, კრიპტომოყვარულების ნაწილი სტელარს რიპლთან შედარებით უფრო ღია და დეცენტრალიზებულ კრიპტოდ თვლის.

ამჟამად, სტელარის მონეტების 20 მილიარდზე მეტია მიმოქცევაში, ბაზრის კაპიტალიზაცია კი $1,341 მილიარდია. მისი ფასის დინამიკა გაშვების დღიდან ასე გამოიყურება:

© 2020 MyCoins.ge all rights reserved