სტენფორდის მკვლევარებმა ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტებისათვის კონფიდენციალურობის მექანიზმი შეიმუშავეს

Home » სიახლეები » სტენფორდის მკვლევარებმა ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტებისათვის კონფიდენციალურობის მექანიზმი შეიმუშავეს
25/02/2019
სტენფორდის მკვლევარებმა ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტებისათვის კონფიდენციალურობის მექანიზმი შეიმუშავეს

სტენფორდის უნივერსიტეტისა და Visa Research – ის მკვლევარებმა შეიმუშავეს ე.წ. კონფიდენციალურობის მექანიზმი ეთერიუმის (ETH) ჭკვიანი (smart) კონტრაქტებისათვის. ნაშრომი, სადაც აღწერილია მექანიზმის მუშაობის პროცესი, გამოქვეყნდა 2019 წლის 20 თებერვალს სტენფორდის უნივერსიტეტის გამოყენებითი კრიპტოგრაფიის ჯგუფის ვებ – გვერდზე. ნაშრომის მიხედვით, მკვლევარებმა შექმნეს “სრულად დეცენტრალიზებული, კონფიდენციალური გადახდების მექანიზმი”, სახელწოდებით “Zether” – ი, რომელიც შეესაბამება როგორც Ethereum- ის ისე სხვა კრიპტოვალუტების ჭკვიანი კონტრაქტების პლატფორმებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეველოპერებმა შექმნეს ისეთი ახალი ჭკვიანი კონტრაქტის მექანიზმი, რომელიც ინარჩუნებს დაშიფრულ ანგარიშის ნაშთებს და მომხმარებელს აძლევს საშალებას განათავსოს დეპოზიტი, გადარიცხოს და გაანაღდოს თანხა კრიპტოგრაფიული მტკიცებულების მეშვეობით (ამასთან, აღნიშნული ჭკვიანი კონტრაქტის განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ისე სხვა ჭკვიანი კონტრაქტების დახმარებითაც). ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ Zether – ის ოპერაციები კონფიდენციალურია, საიდანაც ერთი ტრანზაქციის განხორციელება დაახლოებით 0.014 ETH ან 1.51 ა.შ.შ. დოლარი ეღირება. გაძლიერებული კონფიდენციალურობის მიხედვით, ანგარიშზე არსებული თანხის დაკავება შესაძლებელია ჭკვიანი კონტრაქტის ფუნქციის მეშვეობით. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ Zether – ის მიერ შემოთავაზებული გარანტირებული ანონიმურობის ტიპი ძალიან წააგავს Monero – ს (XMR) პლატფორმას.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Zether – ის კონტრაქტი არასდროს გადასცემს თანხებს გაანგარიშების ან გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, თუნდაც ტრანზაქციის მოთხოვნა სხვა ჭკვიანი კონტრაქტისაგან მოდიოდეს, რომლის პროტოკოლი არ იძლევა უკანონო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას. აღწერილი დიზაინის მიხედვით, Zether – ის უსაფრთხოება დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ სისტემაზე და არა რაიმე სხვა გარე სხვა ფაქტორებსა თუ ჭკვიან კონტრაქტებზე. უფრო მეტიც, ვირუსული გზით შექმნილი ჭკვიანი კონტრაქტებიც კი უძლურები იქნებიან Zether – ის უსაფრთხოების სისტემასთან. ამავდროულად, კონფიდენციალური მონეტები, რომლებიც მომხმარებლებს გაცილებით მეტ ანონიმურობას ანიჭებენ, ორაზროვან ჭრილში განიხილებიან როგორც საზოგადოების ისე სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. გასულ თვეში, Litecoin – ის (LTC) შემქმნელმა ჩარლი ლიმ განაცხადა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას უფრო მეტად დაცულს, კონფიდენციალურსა და მრავალფუნქციურს გახდის. ლიმ ასევე განმარტა, რომ 2019 წელს ლაითკოინს კონფიდენციალური ტრანზაქციების ფუნქციაც დაემატება.


წყარო: https://myc.ge/2tDwiWV

© 2020 MyCoins.ge all rights reserved