კომპანიამ 31 დეკემბერს გამართული სერტიფიცირების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა:
ტეზერმა (Tether) შეამცირა კომერციული ქაღალდის რეზერვები $ 30,5 მილიარდი დოლარიდან $24,16 მილიარდ დოლარამდე;
საბანკო დეპოზიტები 42%-ით დაეცა – $4,187 მილიარდ დოლარამდე;
ფულადი სახსრები გაიზარდა 200%-ით $3 მილიარდამდე;
სახაზინო ვალდებულებები გაიზარდა 77.6%-ით და $34.52 მილიარდი შეადგინა.
31 დეკემბრის მდგომარეობით, კონსოლიდირებულმა აქტივებმა შეადგინა $78,67 მილიარდი, ხოლო ვალდებულებებმა – დაახლოებით $78,53 მილიარდი (რომლის ფარგლებშიც მთელი USDT უზრუნველყოფილია)