ტოპ 5 ტრენდი კრიპტო ინდუსტრიაში

Home » სიახლეები » ტოპ 5 ტრენდი კრიპტო ინდუსტრიაში
13/08/2020
ტოპ 5 ტრენდი კრიპტო ინდუსტრიაში

კრიპტოვალუტების სამყაროში ცვლილებები სწრაფად ხდება და აქ ახალი ტექნოლოგიები, ბაზრის მოთამაშეები და ტრენდები ბევრად სწრაფად იცვლება, ვიდრე სხვაგან. ფაქტია, ბოლო პერიოდში ბაზარზე ბევრი რამ მოხდა. საინტერესოა, რა ტრენდები გვაქვს ახლა?

ციფრული ფულისადმი ნდობის ზრდა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება მოულოდნელად მოხდა. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს პარალიზება მოახდინა, გაანადგურა და შეაჩერა მრავალი ინდუსტრია და ადამიანები აიძულა, ცხოვრების ბევრ საკითხზე თავიანთი დამოკიდებულებისთვის თავიდან გადაეხედათ. ბევრმა კრიზისის პერიოდში ციფრულ ფულს გამოუცხადა ნდობა და ფაქტია, კრიპტო გადახდები პანდემიის პირველი ტალღის შემდეგაც დარჩა. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი?

კრიპტოს მასობრიობა

კრიპტოინდუსტრიის სურათი გლობალურად სწრაფად იცვლება. ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (ETH) აღარ არის ჩაკეტილი სივრცე, რადგან BTC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა უფრო დიდია, ვიდრე Coca-Cola-სა და Intel-ის, ბლოკჩეინი კი ინტეგრირებულია მრავალ სფეროსა და ოპერაციაში.

უფრო მეტიც, ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება ინსტიტუციური კრიპტო ჩართულობაც და კომპანიებიც უფრო მეტად ცდილობენ, რაც შეიძლება გაუმარტივონ ადამიანებს კრიპტოვალუტებთან ურთიერთობა თავიანთ ციფრულ პლატფორმებზე.

DeFi-ის განვითარება

დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) პროექტია, რომელიც ქმნის დეცენტრალიზებულ ქსელებს ძველი ფინანსური პროდუქტების საიმედო და გამჭვირვალე პროტოკოლებად გადასაქცევად, რომლებიც შუამავლების გარეშე იფუნქციონირებენ. DeFi, კრიპტო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა 2019 წლის ბოლოდან და ახლაც აქტიურად გრძელდება. ამ პროექტს საგრძნობლად სწრაფი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრიპტოსამყაროსთვის.

ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების პოლიტიკა

დღესდღეობით, ცენტრალური ბანკებისთვის ციფრული ვალუტა საკმაოდ აქტიური საკითხია. თუ გარკვეულ პერიოდამდე ზოგიერთი ქვეყანა კრიპტოს სკეპტიკურად უყურებდა, ახლა ისინი საკუთარ კრიპტო პროქტებზე იწყებენ მუშაობას და მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში ის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ისახება. საკუთარი ვალუტის შექმნასთან ერთად, ბანკები უფრო და უფრო შემწყნარებლები ხდებიან ციფრული აქტივების მიმართ. მაგ. აშშ-ში ისინი მომხმარებლებს კრიპტოს შენახვის სერვისსაც შესთავაზებენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ციფრული ვალუტისადმი ნდობას.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კონფიდენციალობა

დღეს ციფრული სამყაროს გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება და რაც მეტად ვინაცვლებთ ამ სივრცეში, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ რამდენად დაცულები ვართ.

როცა საქმე კონფიდენციალობას ეხება, ყველას ყურადღება ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმია მიპყრობილი, რადგან ყველაზე დიდი გაუმჯობესებები ამ მიმართულებებით აქ ხდება.

ზოგადად, მრავალი ანალიტიკოსი აკეთებს შორეულ პროგნოზებს კრიპტოსავალუტო ბაზრის მოსალოდნელ მდგომარეობასა და ბიტკოინის ფასის შესახებ, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რას შეიძლება ველოდეთ ამ ინდუსტრიისგან. ერთი რამ, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვიმედოვნოთ ისაა, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები კაცობრიობის შემდგომ პროგრესს შეუწყობს ხელს.

წყარო: cointelegraph.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved