ტრამპის განცხადებამ Boden-ის ზრდა გამოიწვია

Home » სიახლეები » ტრამპის განცხადებამ Boden-ის ზრდა გამოიწვია
09/05/2024
ტრამპის განცხადებამ Boden-ის ზრდა გამოიწვია

რა არის Boden-ი? Boden მიმ ქოინია, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე ცოტამ თუ იცოდა. თუმცა, რამდენიმე საათის წინ ყველაფერი შეიცვალა. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მარალაგოში, ფლორიდაში ტრამპის NFT ბარათების გალას მართავდა, სადაც ერთ-ერთმა სტუმარმა მას Boden-ის რაობა აუხსნა და უთხრა, რომ ჯო ბაიდენის შეცდომით დაწერილი გვარის ტოკენს უკვე 240 მილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს. ტრამპმა მოკლედ აღნიშნა, რომ მის აზრით, Boden კარგ ინვესტიციად არ ჟღერს.

მიუხედავად ამისა, სახუმარო ქოინი, ტრამპის უარყოფითი განცხადების მერე, მომენტალურად გაძვირდა 25%-ით. ამ წუთამდე, Boden 15%-ით უფრო ძვირია, ვიდრე განცხადებამდე იყო. როგორც ჩანს, მიმ ქოინების ზრდისთვის მათი ცნობადობის ამაღლება მთავარი ფაქტორია.

მარალაგოს შეკრებაზე კრიპტო ენთუზიასტებისთვის საგულისხმო იყო, ტრამპის დაპირებაც, რომლის მიხედვითაც მალე მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის დონაციების მიღება კრიპტოშიც მოხდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved