ორშაბათს, 16 სექტემბერს, X Space-ის პირდაპირ ეთერში მოწყობილ ღონისძებაზე, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა და მისი ოჯახის წევრებმა თავიანთ ახალ ბიზნეს წამოწყებაზე ისაუბრეს, თუმცა ბევრი არაფერი თქვეს.
ტრამპმა მისი მოკვლის მეორე მცდელობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იქცა კრიპტო სკეპტიკოსიდან კრიპტო ენთუზიასტად. ჯერ უცნობია ზუსტად რა იქნება, მაგრამ ოჯახის ახალი ბიზნესი – World Liberty Financial კრიპტოსთან მჭიდრო კავშირში იქნება და თუ ერიკ და დონალდ ტრამპებს დავუჯერებთ, ციფრული ფინანსური აქტივების სამყაროს “სრულიად გარდაქმნის”.
არჩევნებთან ასე ახლოს კანდიდატისთვის ბიზნესის წამოწყება უჩვეულოა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტრამპს ახლა ციფრული აქტივების ქომაგების მხარდაჭერა და მათი ფინანსები ძალიან სჭირდება. მეორე საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპი მკვეთრად პრო-კრიპტო პოლიტიკოსი გახდა და მის ერთ-ერთ დაპირებად ამერიკის “მსოფლიო კრიპტო დედაქალაქად ქცევა” გახდა.