უოლ სტრიტის მგელი გვირჩევს – იყიდეთ ბიტკოინი იაფად

Home » ბიტკოინი » უოლ სტრიტის მგელი გვირჩევს – იყიდეთ ბიტკოინი იაფად
07/07/2022
უოლ სტრიტის მგელი გვირჩევს – იყიდეთ ბიტკოინი იაფად

იმ დროს, როდესაც კრიპტო ბაზარი ვარდნას აგრძელებს და ინვესტორთა განწყობაც თანდათან უარესდება, ცნობილი ინვესტორი ჯორდან ბელფორტი, ვისი საქმიანობის შთაგონებითაც შეიქმნა ფილმი „უოლ სტრიტის მგელი“, ყველას ურჩევს – ბიტკოინი (BTC) და მისი ფასი, გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილონ.

„იაჰუ ფაინენსთან“ (Yahoo Finance) ინტერვიუში, ბელფორტმა ბიტკოინის (BTC) მომავალთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებები გამოთქვა. პირველ რიგში, ბიტკოინის (BTC) მფლობელებს ურჩია, რომ დარჩნენ ოპტიმისტებად და საკუთარი პოზიციები, სულ ცოტა, 36 თვის განმავლობაში შეინარჩუნონ. ის ფიქრობს, რომ მთავარი კრიპტო ვალუტა ამ პერიოდში საგრძნობლად გაიზრდება.

„თუ სამ, ან თუნდაც ხუთწლიან პერიოდს განვიხილავთ, ძალიან გამიკვირდება, თუ ბიტკოინის მფლობელები ვერ იხეირებენ. იმიტომ, რომ ბიტკოინთან დაკავშირებული ფუნდამენტური ფაქტორები ძალიან ძლიერია“, – ამბობს ბელფორტი.

საინტერესოა, რომ ბელფორტი ბიტკოინის (BTC) ადვოკატი ყოველთვის არ ყოფილა. ადრე ის იზიარებდა ბილ გეიტსის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ეს აქტივი და მისი ფასი, ბაზირებულია „დიდი გასულელების თეორიაზე“. ის ინვესტორებს ურჩევდა, რომ თავიანთი ბიტკოინები მანამ გაეყიდათ, სანამ მთელ კაპიტალს დაკარგავდნენ.

მაგრამ მისი დამოკიდებულება, ბიტკოინის (BTC) და მთლიანად კრიპტო ბაზრის ბოლო აღმავალი ციკლის დროს შეიცვალა. მან გააცნობიერა, რომ ბიტკოინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ღირებულების შენახვის საშუალება. და რაც მთავარია, ის თვლის, რომ კრიპტო ინფლაციის საწინააღმდეგოდ, ჰეჯირების საუკეთესო საშუალებაა.

მას ნათქვამი აქვს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი 2021 წელს 100 000 დოლარს მიაღწევდა, ეს პროგნოზი არ გამართლდა. მაგრამ ამის მიუხედავად, უოლ სტრიტის მგელი ბიტკოინის (BTC) მომხრეთა ბანაკში რჩება. ამასთან, ინვესტორებს აფრთხილებს, რომ კვლავაც მოსალოდნელია ფასის მკვეთრი ვარდნა და ბაზარზე ძლიერი რყევები. და რამდენადაც ბიტკოინი (BTC) და სხვა კრიპტოები, შედარებით ახალი აქტივებია, მათ ფასის ვრცელ დიაპაზონში რყევა ახასიათებს. ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კრიპტო ბაზარი ძლიერ კორელაციაშია საფონდო ბაზართან.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved