უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტებთან მიმართებაში აზრს ისევ არ იცვლის

Home » სიახლეები » უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტებთან მიმართებაში აზრს ისევ არ იცვლის
25/02/2020
უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტებთან მიმართებაში აზრს ისევ არ იცვლის

,,კრიპტოვალუტას არ აქვს ღირებულება” – განაცხადა უორენ ბაფეტმა ორშაბათს, CNBC-თან ინტერვიუში.

,,მე არ ვფლობ კრიპტოვალუტას და არ ვაპირებ მომავალში ის მქონდეს. კრიპტოვალუტებით ვერაფრის გაკეთებას შეძლებ გარდა იმისა, რომ სხვას მიჰყიდი.”

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მილიარდერმა კრიპტოვალუტა მსგავსი კონტექსტით მოიხსენია. კრიპტომოყვარულებისთვის უსიამოვნო განცხადებები უორენ ბაფეტმა 2018 წელსაც გააჟღერა.

გასულ წელს, კრიპტოვალუტა Tron-ის დამფუძნებელმა, Justin Sun-მა საქველმოქმედო აუქციონზე $4.57 გადაიხადა იმისთვის, რომ უორენ ბაფეტთან ესადილა. სადილის განმავლობაში კი მიზნად მისი აზრის შეცვლა დაისახა.

სამწუხაროდ, მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და როგორც ჩანს, ისევ არ შეუცვლია მილიარდერს აზრი.

საინტერესოა ისიც, რომ როგორც Justin Sun-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადება იუწყება, უორენ ბაფეტი ფლობს კრიპტოვალუტას, რადგან ის მას თავად აჩუქა. იმ ფაქტით კი, რომ ისინი კვლავ ხელუხლებლად ინახება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განსაკუთრებულ ბუნებას გაუსვა ხაზი. Justin-მა დაამატა ისიც, რომ უორენის კრიპტოების ღირებულება უკვე 20%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ სჯერა კრიპტოვალუტების, ფაქტია, რომ დღეს არაერთი კრიპტო მილიარდერი არსებობს, რომლებსაც ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით კვლავ დიდი გეგმები აქვთ. ამის ნათელი მაგალითი ძმები Tyler და Cameron Winklevoss-ები არიან, რომლებმაც ფეისბუქთან დაკავშირებით განცდილი მარცხის შემდეგ, კრიპტოვალუტების გაცვლის პლატფორმა, Gemini-ის დაფუძნებით მილიარდების გამომუშავება შეძლეს.

საინტერესოა, შეიცვლის თუ არა უორენ ბაფეტი აზრს დროთა განმავლობაში?

წყარო: http://bit.ly/2uqe1jI

© 2020 MyCoins.ge all rights reserved