ქეროლაინ ელისონი ციხეში 2 წელს გაატარებს

Home » სიახლეები » ქეროლაინ ელისონი ციხეში 2 წელს გაატარებს
25/09/2024
ქეროლაინ ელისონი ციხეში 2 წელს გაატარებს

Alameda Research-ის ყოფილი CEO და სემ ბენკმენ-ფრიდის ყოფილი პარტნიორი – ქეროლაინ ელისონი 2 წელს ციხეში გაატარებს. გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ელისონს 11 მილიარდი დოლარის მიუხედავად სასჯელისა, ნიუ იორკის ფედერალური მოსამართლე, ლიუის კეპლანი ელისონთან თანამშრომლობას გამოარჩევს და აღნიშნავს, და ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში ბევრი კოოპერატორი უნახავს, თუმცა მისნაირი არავინ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ ქეროლაინ ელისონს მიმართა: “მოწყვლადი იყავი და გამოგიყენეს. თუმცა, გულწრფელად ნანობ”. მოსამართლის კეთილგანწყობისა და სასამართლოსთან თანამშრომლობის მიუხედავად, FTX-ის თაღლითობის საქმიდან ელისონის დაუსჯელად გაშვება შეუძლებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ FTX შტატების ისტორიაში უკვე შეფასდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითობად. ელისონის დანაშაული – თაღლითობაში მონაწილეობა, ამ შემთხვევაში ფედერალურ დანაშაულად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყალების მოთხოვნის უფლება მსჯავლდებულს სასჯელის მინიმუმ 75%-ის მოხდის შემდეგ ექნება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved