ქეშიდან კრიპტომდე: როგორ შეცვალა COVID-19-მა ფულის აღქმა?

Home » სიახლეები » ქეშიდან კრიპტომდე: როგორ შეცვალა COVID-19-მა ფულის აღქმა?
04/06/2020
ქეშიდან კრიპტომდე: როგორ შეცვალა COVID-19-მა ფულის აღქმა?

ტექნოლოგია ყოველთვის იყო სოციალური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. რა თქმა უნდა, არსებობდა სხვა მიზეზებიც: ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები თუ პანდემიები. ბოლოდროინდელმა COVID-19-ის პანდემიამ, რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს მსოფლიოს, სხვადასხვა ინდუსტრიაზე უკვე შესამჩნევი ცვლილებები დატოვა.

ვირუსმა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების მკვეთრი მატება გამოიწვია, რადგან ახლა უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად ან ახორციელებს კომერციულ ოპერაციებს.

უფრო მეტიც, დაიწყო კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდა, რასაც შესაბამისმა ინსტიტუტებმაც შეუწყვეს ხელი და მოსახლეობის მხრიდან ინტერესიც გაიზარდა. მაგალითად, bitFlyer კრიპტობირჟის ევროპული ფილიალის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც დაფუძნებულია 10,000 რესპონდენტზე ევროპის 10 ქვეყანაში დაადგინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 2/3-ის აზრით კრიპტოვალუტა აუცილებლად დარჩება ფინანსურ ინდუსტრიაში.

ამასთანავე, ინვესტორები უფრო და უფრო დაინტერესებულნი არიან ისეთი აქტივებით, რისი საშუალებითაც ისინი რისკებისგან თავს დაიცავენ და ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მეტი ინვესტორი გადახედავს კრიპტო ბაზარს.

კრიპტო ბაზრის ზრდა და ციფრულ ფულზე მოთხოვნა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, რაც ბიტკოინის ATM-ების განთავსება მსოფლიოს მასშტაბით გლობალური კრიზისის პირობებში 8000-მდე გაიზარდა, ინსტიტუციონალური ინვესტორები დეცენტრალიზებული ფინანსებით დაინტერესდნენ და თავად Paul Tudor Jones კრიპტოს განიხილავს, როგორც რისკის დივერსიფიკაციის ინსტრუმენტს, რაც სხვებისთვის აშკარა ნიშანს წარმოადგენს.

კრიპტოზე გლობალური შეხედულება კი “სპეკულაციური აქტივიდან” შეიცვალა “აქტივით, რომელიც კრიზისისგან იცავს”.

ნათელია, რომ ციფრული ფული უფრო უსაფრთხოა ნებისმიერი სახის გადახდისთვის, რასაც პანდემიის დაწყებამდე იშვიათად თვლიდნენ აუცილებელ თვისებად.

საბოლოოდ, ძნელია ზუსტად შეფასდეს კორონავირუსის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, თუმცა ფაქტია, მის მიერ გამოწვეული ცვლილებები დიდხანს დარჩება. საზოგადოება კი უფრო და უფრო გადაინაცვლებს ციფრულ გადაწყვეტილებებზე.

2020 წელს შესაბამისი აპლიკაციები საკმაოდ მოსახერხებელი გახდა იმისთვის, რომ ციფრული ვალუტა შეიძინო, გაიზარდა კრიპტო საფულეების გამოყენებაც და ეს ტენდენცია მხოლოდ მილენიალებს არ ეხებათ.

საინტერესოა, კიდევ რა შედეგებს მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები?

წყარო: https://bit.ly/3cE51YB

© 2020 MyCoins.ge all rights reserved