ქვეყნები, რომლებიც კრიპტო ენთუზიასტებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან

Home » სიახლეები » ქვეყნები, რომლებიც კრიპტო ენთუზიასტებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან
04/06/2020
ქვეყნები, რომლებიც კრიპტო ენთუზიასტებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან

კრიპტომოყვარულებისთვის საცხოვრებლად ისეთი ქვეყნის არჩევა, რომელიც იდეალურად შეესაბამება მათი ცხოვრების სტილს, რთულია, რადგან ის შესაბამის კრიპტო გარემოს უნდა ქმნიდეს.

Travala.com-ის CEO-მ, რომელიც დიდი ხანია მოგზაურებს კრიპტოგადახდებს სთავაზობს, კრიპტომოყვარულებს ის ქვეყნები გაუზიარა, რომლებიც მათთვის იდეალურ პირობებს ქმნის საცხოვრებლად.

სინგაპური

სინგაპური იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელსაც კრიპტო შემოსავალზე ნულოვანი გადასახადების პოლიტიკა აქვს, საცალო მაღაზიების რაოდენობა კი, რომლებიც გადახდებს კრიპტოთი იღებენ, 40-ია.

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიამ კრიპტო-მეგობრული ქვეყნის იმიჯი უკვე დაიმკვიდრა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კრიპტოს ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ლეგალურ აქტივად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კრიპტო ბაზრის სწრაფი ზრდა შეიმჩნევა, სამთავრობო უწყებამ აღნიშნა, რომ არ აპირებს კრიპტო განვითარებისთვის ბარიერების შექმნას.

შვედეთი

კრიპტოვალუტების მიმართ ქვეყნის ფრთხილი დამოკიდებულების მიუხედავად, შვედეთი მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, ვინც ციფრული გადახდები არა მხოლოდ მიიღო, არამედ ქვეყანა თავად ემზადება საკუთარი ტრადიციული ვალუტის ციფრული ვერსიის გასაშვებად.

U.S. (კალიფორნია)

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ლანდშაფტების უმეტესი ნაწილი სპეკულანტებითაა გაჯერებული, კალიფორნიის სილიკონ ველზე ინდივიდები ძირითადად ბლოკჩეინ და კრიპტო პროექტებზე მუშაობენ. გასაკვირი არ არის, რომ კალიფორნიაში ისეთი დიდი კრიპტო კომპანიები, როგორებიცაა Coinbase, Kraken და Ripple შესაბამის გარემოს ქმნიან. რბილ რეგულაციებს და მჭიდრო კრიპტო საზოგადოებას კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტი ემატება იმისთვის, რომ კალიფორნია კრიპტოენთუზიასტების საყვარელი ადგილი გახდეს – ეს მისი კლიმატია.

შენ რომელ ქვეყანას გამოარჩევდი?

მეტი: https://bit.ly/3cwWiHm

© 2020 MyCoins.ge all rights reserved