შეიძლება Facebook-ი იყოს კრიპტოებისთვის ის, რაც AOL-ი იყო ინტერნეტის მასობრივი ათვისებისთვის?

Home » სიახლეები » შეიძლება Facebook-ი იყოს კრიპტოებისთვის ის, რაც AOL-ი იყო ინტერნეტის მასობრივი ათვისებისთვის?
19/06/2019
შეიძლება Facebook-ი იყოს კრიპტოებისთვის ის, რაც AOL-ი იყო ინტერნეტის მასობრივი ათვისებისთვის?

18 ივნისს, სამშაბათ დღეს სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უშვებს ახალ თოკენს, სახელწოდებით „Libra“. Facebook-მა ასევე აღნიშნა, რომ პროდუქტის შემუშავების პროცესში, ის აქტიურად თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა VISA, Uber Technologies.

აღნიშნული პროექტი 2020 წელს ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

აარონ ბრაუნი, Bloomberg-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, Facebook-ის პროექტს „Libra“-ს ადარებს dial-up ვებსერვისის პიონერ კომანია AOL-ს, რომელმაც 50 მილიონამდე ადამიანს მისცა შესაძლებლობა ესარგებლა იმ დროისათვს ყველაზე უსაფრთხო, მარტივი და იაფი ინტერნეტსერვისით.

ამერიკის ფედერალური სარეზერვო კვლევის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 5% ფლობს ბიტკოინს. ხოლო Facebook-ი 2.38 მილიარდი მომხმარებლით (მარტის თვის მონაცემები), ფართო აუდიტორიას მისცემს შესაძლებლობას უკეთ გაეცნოს კრიპტოვალუტებს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას.

აქვე გთავაზობთ, “Libra”- ს თეთრ ფურცელს

როგორ ფიქრობ პროექტი “Libra” დადებითად აისახება კრიპტოვალუტების ფასებზე?

გადადი MyCoins.ge-ზე, გადახედე მიმდინარე კრიპტოკურსებს და შეასრულე სასურველი ოპერაციები: იყიდე, გაყიდე, გააგზავნე, მიიღე, შეინახე კრიპტოვალუტები


წყარო: https://myc.ge/2WPJWSQ

© 2020 MyCoins.ge all rights reserved