ჩაანაცვლებს თუ არა ბიტკოინი ოქროს?

Home » სიახლეები » ჩაანაცვლებს თუ არა ბიტკოინი ოქროს?
29/05/2020
ჩაანაცვლებს თუ არა ბიტკოინი ოქროს?

“თანამედროვე რეალობაში, ახალგაზრდები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბიტკოინით. სამყარო კი, სადაც ეკონომიკა ვირტუალურია, მეტად მიმზიდველი ხდება. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბიტკოინი ოქროს ჩაანაცვლებს და დაგროვების საუკეთესო საშუალება გახდება.”- განაცხადა Digital Assets Data-ის თანადამფუძნებელმა Mike Alfred-მა.

“აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმა 10 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა როლი და იმის ფონზე, რომ ტრადიციული ვალუტები მაღალი ინფლაციის გამო ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დაგროვების საშუალება ხდება, ეს ბიტკოინს წინა პლანზე წევს”- დაამატა Mike Alfred-მა.

“ამის ნათელი მაგალითი კი ვენესუელაა, რომელმაც ბოლო წლებში უკიდურესი ინფლაცია განიცადა, ბიტკოინი კი ამ ქვეყანაში მალევე გახდა ალტერნატიული ფინანსური აქტივი.

ზოგადად, დღეს ბიტკოინს უფრო მეტი ფინანსური ტრანზაქციისთვის იყენებენ და რეალურია, რომ ის მალე გლობალური ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდეს”

რა არგუმენტები აქვთ ოქროს მხარდამჭერებს?

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ თეორიას ყველა არ ეთანხმება. 

მაგალითად, ეკონომისტმა და ბიტკოინის სკეპტიკოსმა, Peter Schiff-მა Twitter-ზე არაერთხელ გამოაქვეყნა უამრავი კომენტარი ბიტკოინის წინააღმდეგ, სადაც აშკარად უსვამს ხაზს, რომ ბიტკოინს ოქროს ამჯობინებს. 

”ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიტკოინის ჰოდლერები უპირატესობას გრძნობდნენ ოქროს ინვესტორებთან შედარებით, რადგან ბიტკოინმა მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა” – თქვა Schiff-მა.

“მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს როლები შეიცვლება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ოქრო უფრო იზრდება ვიდრე ბიტკოინი, არამედ იმიტომ, რომ ოქრო კვლავ უფრო მიმზიდველი გახდება ბიტკოინის ფასის ცვლილების ფონზე.”- დაამატა მან.

შენ რომელ თეორიას ემხრობი?

წყარო: https://bit.ly/2M6R1vz

© 2020 MyCoins.ge all rights reserved