ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა 100 მილიონი დოლარის კრიპტოები მოიპარეს

Home » ბლოგი » ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა 100 მილიონი დოლარის კრიპტოები მოიპარეს
14/06/2023
ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა 100 მილიონი დოლარის კრიპტოები მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა დეცენტრალიზებულ საფულე „ატომიკ
ვალეტის
“ რამდენიმე ათასი მომხმარებლის კრიპტო ვალუტები მოიპარეს.
ანალიტიკურ კომპანია „ელიპტიკის“ ინფორმაციით, მძარცველებმა 5 500-ზე მეტი
საფულე დააცარიელეს, ნაძარცვის ჯამურმა მოცულობამ კი 100 მილიონ დოლარს
გადააჭარბა.
ეს ძარცვა მით უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ „ატომიკ
ვალეტის“ მომხმრებლებს, თავად უწევთ საკუთარი აქტივების უსაფრთხოებაზე
ზრუნვა. შესაბამისად, ჰაკერებს ყველა საფულის გასაძარცვად, ინდივიდუალური
მიდგომა დასჭირდებოდათ.
ასეთი მასშტაბური ძარცვის მიუხედავად, „ატომიკ ვალეტს“ ოფიციალური ახსნა-
განმარტება არ გაუკეთებია, რაც მისი საფულეების მომხმარებლების შიშს და
უკმაყოფილებას იწვევს. ტვიტერზე უკმაყოფილო მომხმარებლების ასობით
გამოხმაურება იწერება, რომლებშიც ისინი კომპანიისგან ახსნა-განმარტებას
მოითხოვენ. ისინი წერენ, რომ „ატომიკ ვალეტის“ საცავებში კრიპტო ვალუტების
შენახვა უსაფრთხო აღარ არის.
„ატომიკ ვალეტმა“ ტვიტერზე ბოლოს 3 ივნისს დაწერა და გამოაცხადა, რომ მისი
მომხმარებლების საფულეების „მხოლოდ“ 1 პროცენტია გაძარცვული. „ელიპტიკი“
ვარაუდობს, რომ აღნიშნული ძარცვა ჰაკერთა ცნობილმა ჯგუფმა „ლაზარუსმა“
განახორციელა. ამ ჯგუფზე სხვადასხვა ვარაუდით, სულ 2 მილიარდი დოლარის
კრიპტო ვალუტების ძარცვა მოდის. მათ შორისაა „ჰორაიზონ ბრიჯის“ აქტივების
შარშანდელი ძარცვა, რომელიც გავრცელებული ვარაუდით, ასევე „ლაზარუსმა“
განახორციელა და ჯამში 100 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარა.
„ელიპტიკის“ მცდელობით, დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების
მოპარული აქტივების გაყინვა მოხერხდა. თუმცა „ლაზარუსმა“ გამოსავალს
მიაგნო – მოპარულ კრიპტოებს, რუსეთში ბაზირებული სავაჭრო პლატფორმა
„გარანტექსის“ საშუალებით „ათეთრებს“ და სხვა, ისეთ ანგარიშებზე გადააქვს,
რომლებითაც ჯერჯერობით, გამოძიება არ დაინტერესებულა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved