ჰალვინგი ახლოვდება, ბაზარზე ბიტკოინის დომინაცია იზრდება

Home » სიახლეები » ჰალვინგი ახლოვდება, ბაზარზე ბიტკოინის დომინაცია იზრდება
18/04/2024
ჰალვინგი ახლოვდება, ბაზარზე ბიტკოინის დომინაცია იზრდება

კრიპტოს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. უკვე მივეჩვიეთ, რომ წლევანდელი პრე-ჰალვინგის პერიოდი გასული წლების გამოცდილებებისგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა.

რთული მაკროეკონომიკური მდგომარეობის გამო რისკიან აქტივებს, ციფრულ აქტივებთან ერთად, ბაზარზე დაბრკოლებებით სავსე კვირა ჰქონდათ. შესაბამისად, კორექციების მიუხედავად, ჰალვინგისა და რისკის არიდების ფაქტორების წყალობით, გაუფასურების მიუხედავად, ბიტკოინი კრიპტო ბაზარზე კიდევ უფრო დომინანტური გახდა და მისმა წილმა 55.19%-ს მიაღწია. ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქტივს სირთულეების გადალახვა მოუწია, თუმცა Layer-1 ალტებს საქმე უარესად აქვთ. სოლანას (SOL) 20%-ით გაუფასურდა, კარდანოს ADA – 23%-ით.

კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვთ AI ქოინებს – მაგალითად, Fetch.AI-ს FET გასულ კვირას 24%-ით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ Google-ის საძიებო სისტემის მონაცემების მიხედვით, ჰალვინგისადმი ინტერესი ბოლო რამდენიმე დღეში ძალიან გაიზარდა და 2020 წლის ჰალვინგის ძიების მაჩვენებელს უკვე გაუსწრო. როგორ აღმოჩნდა, სიტყვა “ჰალვინგს” Google-ში უფრო ხშირად ეძებენ ვიდრე “ეთერიუმს”, “სოლანას”, ან “დოჯქოინს”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved