ჰალვინგი – 2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა კრიპტოსავალუტო ბაზრისთვის

Home » სიახლეები » ჰალვინგი – 2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა კრიპტოსავალუტო ბაზრისთვის
27/12/2019
ჰალვინგი – 2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა კრიპტოსავალუტო ბაზრისთვის

როგორც კრიპტოენთუზიასტმა, ალბათ, უკვე იცი რა ხდება 2020 წელს, თუმცა ჩვენ მაინც გვსურს ამ მოვლენის შესახებ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: ბიტკოინის ჰალვინგი, მოვლენა, რომელიც ახალი ბიტკოინების გამომუშავებას კიდევ ერთხელ გაანახევრებს.

რეალურად, ამ პროცესს არავინ აკონტროლებს. ჰალვინგი ბიტკოინის ბუნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მისმა შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ, 11 წლის წინ განსაზღვრა და ბიტკოინის ბლოკჩეინის ერთ-ერთი განუყოფელი მახასიათებელია.

ჰალვინგი 2020 წლის მაისში მოხდება, რაც დიდი ცვლილება იქნება კრიპტოსავალუტო ბაზრისათვის. ბაზრის მოთამაშეები ფასის მკვეთრ ზრდას ელიან, რასაც თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები აუცილებლად ეყოლება.

,,ეს მოვლენა ერთი დიდი შეკითხვაა ამ ინდუსტრიისთვის” – განაცხადა Eyal Avramovich-მა, MineBest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თეორიულად, თუ მიწოდება მცირდება, მოთხოვნა კი იგივე რჩება, ფასები იზრდება, თუმცა ეს მარტივი პროგნოზების გაკეთების საშუალებას მაინც არ გვაძლევს.

ბიტკოინის მაინერები ამჯერად 12.5 ბიტკოინით ჯიდლოვდებიან, მაისის შემდეგ კი ეს რიცხვი განახევრდება და 6.25 გახდება. წინა 2 ჰალვინგის (2012 წლის ნოემბრის და 2016 წლის ივლისში) შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინი 80-ჯერ გაიზარდა. არავინ იცის, ფასების ეს მატება რამდენად იყო ჰალვინგის შედეგი, რადგან ამ ბაზარზე ბევრი სხვა ფაქტორიც ცვლის სიტუაციას.

ფაქტია, რომ ბიტკოინის ბაზრის არამდგრადობა ბენეფიტებს მაღალი სიხშირით მოვაჭრეებს აძლევს, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის ეს მოვლენა საკმაოდ პოზიტიურია და ჰალვინგი ბაზარს გამოაცოცხლებს. თუმცა საპირისპირო სიტუაციაა მაინერებთან, რომლებისთვისაც ბაზრის არასტაბილურობა შემაფერხებელი შეიძლება იყოს, რადგან მათ გაუჭირდებათ მაინინგის ინვენტარში გასაკეთებელი ინვესტიციის მართებულობის შეფასება.

მათი აზრით, მაქსიმუმ რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ არის ის, რომ დარწმუნდნენ მათი ინვესტიცია და ინვენტარი რისკის ქვეშ არ არის.

შენ რომელი მხარე ხარ და რა მოლოდინები გაქვს 2020 წლის ჰალვინგთან დაკავშირებით?

წყარო: https://reut.rs/2PZCZOP

© 2020 MyCoins.ge all rights reserved