10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი კრიპტოინდუსტრიაში

Home » სიახლეები » 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი კრიპტოინდუსტრიაში
28/02/2020
10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი კრიპტოინდუსტრიაში

დღემდე კრიპტოსავალუტო ინდუსტრიამ მასშტაბური განვითარება განიცადა, რაც მსოფლიოს ორგვლივ სხვადასხვა ადამიანის შრომისა და მაღალი ჩართულობის შედეგია. ამ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილის მიხედვით, ჩვენ რამდენიმე შევარჩიეთ და მათზე მოკლედ მოგიყვებით.

1. Peter Smith

პიტერი Blockchain.com-ის დამფუძნებელია, პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ კრიპტო საფულეა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი იყენებს მსოფლიოს ირგვლივ.

2. Roger Ver

Roger Ver-ს ბიტკოინის ღმერთად მოიხსენიებენ. ის კრიპტოვალუტების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი და ინვესტორია, რომელმაც Bitcoin Foundation დააფუძნა.

3. Charlie Lee

ჩარლი Google-ის ყოფილი ინჟინერი და ლაითკოინის დამფუძნებელია, რომელიც ხშირად აფიქსირებს თავის შეხედულებებს და პროგნოზებს სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ონლაინ ჟურნალში.

4. Catherine Coley

Catherine Coley Binance US-ის აღმასრულებელი დირექტორია, ფილიალი Binance-ის ამერიკელ კრიპტო მომხმარებლებს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Catherine-ი კრიპტო კარიერა Ripple-ში დაიწყო.

5. Chris Larsen

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიპტო ინვესტორი, რომლის ქონებაც $4.6 მილიარდით არის შეფასებული. ის რიპლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ქრისი ფინანსური კონფიდენციალობის მხარდამჭერი და Silicon Valley-ში რამდენიმე სტარტაპის დამფუძნებელიცაა.

6. Brian Armstrong

ბრაიან არმსტრონგი Coinbase-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. პლატფორმა მილიონობით ადამიანს ეხმარება საკუთარი ციფრული ფულის ყიდვა/ გაყიდვის ოპერაციების განხორციელებაში და კრიპტო ეკოსისტემის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

7. Vitalik Buterin

Vitalik Buterin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭკვიანი კონტრაქტების პლატფორმის, ეთერიუმის დამფუძნებელია, რომელიც დეველოპერებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნაში ეხმარება. ის ასევე Bitcoin Magazine-ის თანადამფუძნებელი იყო და უდიდესი წვლილი მიუძღვის კრიპტოვალუტების განვითარებაში.

8. Justin Sun

Justin Sun კრიპტოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მარკეტერია, რომელიც გამოირჩევა თავისი განცხადებებით სოციალურ ქსელებში. რთულია დღე გავიდეს ისე, რომ მის Twitter-ზე სიახლე არ დაიწეროს კრიპტოვალუტა Tron-ის განვითარებისა შესახებ.

9. Tim Draper

მაღალი ძალაუფლების მქონე ვენჩურული კაპიტალისტის სახელი კრიპტოსამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც 30,000 ბიტკოინი შეიძინა Silk Road-ისგან. მას შემდეგ თიმი კრიპტოვალუტების აქტიური მხარდამჭერია.

10. Joyce Kim

Joyce Kim Stellar.org-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც სჯერა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობების და სხვადასხვა კრიპტო პროექტის აქტიური მონაწილე და მრჩეველია.

ეს, რა თქმა უნდა, მცირე ჩამონათვალია იმ კრიპტოენთუზიასტების, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ კრიპტოვალუტების სამყაროში. შენ რომელს დაამატებდი?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved