10 წელი $80 მილიონად შეფასებული პიცის შეკვეთიდან

Home » სიახლეები » 10 წელი $80 მილიონად შეფასებული პიცის შეკვეთიდან
22/05/2020
10 წელი $80 მილიონად შეფასებული პიცის შეკვეთიდან

22 მაისს კრიპტოსამყარო მსოფლიოში ყველაზე მსხვილ შეკვეთას აღნიშნავს, რომელიც სწრაფი კვების ობიექტებს მიუღიათ.

10 წლის წინ, 22 მაისს, რომელიც ,,ბიტკოინის პიცის დღედ” შევიდა ისტორიაში, ფლორიდელმა Laszlo Hanyecz-მა Papa John’s-ის 2 პიცისთვის 10,000 ბიტკოინით გადაიხადა.

მან bitcointalk-ის ფორუმზე დაწერა შეთავაზება და მალევე მოხალისეც გამოჩნდა, რომელმაც უწყინარი შეკვეთის მისატანად 10,000 ბიტკოინი მიიღო. იმ მომენტისთვის შეკვეთა 25$ ღირდა, გასამრჯელოდ მიღებული ბიტკოინები 9 თვეში $10,000, 10 წელში კი უკვე $80 მილიონის ღირებულების აქტივად გადაიქცა.

ბიტკოინის ფასის ასტრონომიული ზრდის მიუხედავად, Hanyecz-მა განაცხადა, რომ არასდროს უნანია ეს ფაქტი. მისი თქმით, ბიტკოინი მაშინ არ იყო ღირებული და მატერიალური შენაძენისთვის ციფრული ფულით გადახდა, საკმაოდ სახალისო იყო მისთვის.

ის, რაც 10 წლის წინ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა. საინტერესოა, რას გვიმზადებენ კრიპტოვალუტები მომავალი 10 წლის განმავლობაში? ☺

© 2018 MyCoins.ge all rights reserved