2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ბიტკოინში გაცემული სესხების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

Home » სიახლეები » 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ბიტკოინში გაცემული სესხების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
30/04/2019
2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ბიტკოინში გაცემული სესხების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

25 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტების გამსესხებელმა კომპანია Genesis – მა 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით $ 425 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა გაასესხა. პირველი კვარტალის მიხედვით, ციფრული აქტივების დაკრედიტებაში, ბიტკოინმა (BTC) სხვა დანარჩენ ვალუტებთან შედარებით დომინანტური პოზიცია შეინარჩუნა და მისმა წილმა მთლიან სასესხო პორტფელში 68 % შეადგინა. ეთერიუმის (ETH) დაკრედიტების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით თითქმის განახევრდა და მისმა წილმა 3.6 % – ს მიაღწია. რაც შეეხება რიპლს (XPR), მისი წილიც უმნიშვნელოდ შემცირდა და 6.7 % – ს მიუახლოვდა. Genesis – ის თქმით, რომელმაც პირველად დოლარის სესხების საპილოტე შეათავაზება 2018 წლის ბოლოსკენ დაიწყო, ა.შ.შ. დოლარის ვალუტაში მოთხოვნილი სესხების მოცულობა მთლიანი პორტფელის 10 % – ს შეადგენდა. ამასთან ერთად, ამავე პერიოდში, კომპანია სესხის უზრუნველსაყოფად კრიპტოვალუტების მიღებაზე დათანხმდა (აქტივებისა და უძრავი ქონების მოძიების სანაცვლოდ), და შედეგად მომპოვებლებისათვის და სხვადასხვა ინსტიტუტებისათვის ლიკვიდობაზე (სასესხო კაპიტალზე) წვდომა საგრძნობლად გამარტივდა.

კომპანიის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მარტიდან მოყოლებული Genesis – მა $ 1.53 მილიარიდი ა.შ.შ. დოლარის სასესხო კაპიტალის შეგროვება შეძლო და 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს მისი მოცულობა $ 181 მილიონი ა.შ.შ. დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენლები მდგრადი ზრდის ტემპის შენარჩუნებას მოელიან, რადგან ბოლო დროს კრიპტოსავალუტო ბაზარზე პოზიტიური ძვრები შეინიშნება. Genesis – ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბოლო დროს ფინანსებზე წვდომის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც საბოლოოდ ზრდის ლიკვიდურობასა და ბაზრის ეფექტიანობას. მისივე განცხადებით, კომპანიის დაკრედიტების მოცულობა ბაზრის მოთხოვნასთან ერთად სწრაფად მატულობს და დღევანდელი მონაცემებით ისინი მსესხებლებს 30 უმსხვილეს ციფრულ ვალუტას სთავაზობენ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფირმები მუდმივად შედიან კრიპტო დაკრედიტების ინდუსტრიაში. როგორც Cointelegraph – ი იტყობინებოდა, სან – ფრანცისკოში დაფუძნებულმა Dharma Labs – მა 2019 წლის აპრილის დასაწყისში საზოგადოებას კრიპტო დაკრედიტების მომსახურება შესთავაზა. ასევე, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ბიზნესის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კრიპტოსავალუტო ბაზარზე ბოლო დროს დაფიქსირებულმა ფასების ზრდამ შეიტანა (ე.წ. „დათვების“ ბაზარი – bear market).[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/bitcoin-dominates-demand-as-genesis-processes-425-million-of-loans-in-q1-2019

© 2020 MyCoins.ge all rights reserved