კრიპტოვალუტების მოცულობა იზრდება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (23/04/2018 – 29/04/2018)

Home » სიახლეები » კრიპტოვალუტების მოცულობა იზრდება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (23/04/2018 – 29/04/2018)
30/04/2018
კრიპტოვალუტების მოცულობა იზრდება – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (23/04/2018 – 29/04/2018)

კრიპტოვალუტების მოცულობის ზრდა
კერძო სექტორის მზარდი დაინტერესება
განხილული კვირის ჭრილში, ფასების მნიშვნელოვანი მერყეობა არ შეინიშნებოდა, თუმცა გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები აღინიშნებოდა კრიპტოსავალუტო სისტემის მიმართულებით. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საბანკო ჯგუფისა (ANZ) და IBM ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანი ბაზის აგებას სადაზღვევო საქმიანობის წარმართვისათვის. [1] აღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილებები დანერგვა სადაზღვევო და არამარტო სადაზღვევო საქმიანობებეში, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ბლოკჩეინების სისტემის გამოყენებისა და განვითარებისათვის. რაც თავის მხრივ, გადადინების (spillover) ეფექტის გათვალისწინებით დადებით გავლენას მოახდენს კრიპტოსავალუტო ბაზრებსა და კრიპტოვალუტების ბრუნვის ზრდაზე, რადგან უახლოეს მომავალში უმეტესი საბაზრო ურთიერთობები (მათ შრის სადაზღვევო გარიგებები) ელექტრონული ვალუტით წარიმართება, რაც საბოლოოდ შეამცირებს ტრანზაქციების ხანგრძლივობას, გაზრდის ეფექტიანობას და შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს.
ამავდროულად აღსანიშნავია რომ კრიპტოვალუტების უმეტესობის ფასების მინიმალური ნიშნული 25 აპრილს დაფიქსირდა თუმცა კაპიტალიზაციის მაჩვენებელი საპირისპიროს აჩვენებს, რაც მის მაქსიმალურ ღირებულებაში გამოისახება. სავარაუდოა, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა 25 აპრილს აღნიშნული კრიპტოვალუტები დიდი ოდენობით ივაჭრა ბაზარზე და შესაბამისად მოცულობის ეფექტის მიხედვით, კაპიტალიზაციის მაქსიმალური მაჩვენებლები დააფიქსირა.
ძირითადი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (23/04/2018 – 29/04/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
საკვლევი პერიოდის განმავლობაში  (23/04/2018 – 29/04/2018) ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ მისმა ფასმა კვირის დასაწყისში ზრდა დაიწყო  8,930 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 9,419 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 24 აპრილს დაფიქსირდა და 9,697 $ – ს გაუტოლდა.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭილში მინიმალური და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავებამ  დაახლოებით 9 % – ს მიაღწია, ხოლო კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით ზრდა დაახლოებით 5 % – ს მიუახლოვდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 149.45 მილიარდი აშშ დოლარიდან 158.93 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, და შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების მატებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25 აპრილს 164.89 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 10 % – ს უტოლდება.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეში – ს შემთხვევაში, ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, ერთი ერთეულის ფასი 1,284.79 $ – სა და 1,440.3 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა საგრძნობლად განსხვავებულია, რაც წინა კვირაში მისი ფასის უეცარი მატების ანარეკლს წარმოადგენს. ამავდროულად, ყველაზე მინიმალური მაჩენებლიდან 29 აპრილამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,440.3 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 12 % -ს შეადგენს.
 Bitcoin Cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობა ბაზარზე 20.42 მილიარდი აშშ დოლარიდან 23.84 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 23 აპრილს დაფიქსირდა 20.42 მილიარდ დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 24.51 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტული განსხვავება დაახლოებით 20 % – ს მიაუახლოვდა.
ეთერიუმი / Ethereum
ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 615.42 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 24 აპრილს დაფიქსირდა და დაახლოებით 708.16 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავება 20 % – ს მიუახლოვდა.
Ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 67.78 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 15 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ზოგადად, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.8 $ – სა და 0.93 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი 25 აპრილს, ხოლო მაღალი 24 აპრილს დაფიქსირდა 0.93 $ -იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, 29 აპრილამდე რიპლის ფასი 1 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
მიუხედავად დაბალი ფასისა, ვაჭრობის მხრივ, რიპლის კაპიტალიზაციის მოცულობა საგრძნობლად მაღალია. გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 36.51 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 16 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ზრდა დაიწყო, კვირის შუა პერიოდში ფასები გაიზარდა და ბოლოსკენ უმნიშნელო კლება დაიწყო. კვირის ბოლოს ფასი 153.63 $ – ს გაუტოლდა. მინიმალური მაჩენებელი 144.76 $ – ზე დაფიქსირდა და კვირის ბოლომდე ფასმა საშუალო ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ 1 % შეადგინა, და ამავდროულად ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის პროცენტულმა სხვაობამ 15 % შეადგინა.
Litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია მცირედით განსხვავდება და ფასების ტენდენციას ნაწილობრივ იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა მატულობს, თუმცა კვირის ბოლოს უმნიშვნელოდ მცირდება. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 8.13 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 14 % – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისისთვის 25 აპრილს დაფიქსირდა და 9.28 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
ამ კვირაშიც, წინა კვირის მსგავსად, დეშის ფასს რიპლისა და ეთერიუმის მსგავი ტენდენცია ახასიათებს. კვირის დასაწყისში ფასი იწყებს ზრდას და კვირის ბოლოსკენ უმნიშვნელოდ მცირდება, რაც დეშის შემთხვევაში 498.69 აშშ დოლარია. მაქსიმალური მაჩვენებელი 24 აპრილს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 25 აპრილს 461.01 $ – ს გაუტოლდა და შესაბამისად მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს შრის განსხვავებამ 15 % შეადგინა.
Dash
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა პერიოდში 4.24 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 26 აპრილს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 14 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის პროცენტული მაჩენებლები კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე.  eMoney- ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 23 აპრილს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 54 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 22 %) და რიპლი (დაახლოებით 12%) ინაწილებენ.
Cao294
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (29/04/2018)
კვირის ბოლომდე, ბიტკოინისგან განსხვავებით კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით სხვა კრიპტოვალუტების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და პროცენტული წილების გადანაწილება მცირედით შეიცვალა. 29 აპრილის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს იგივე წილით – რაც 54 % – ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების კვალდაკვალ ეთერიუმის წილი 23 % მდე ხოლო რიპლის კი 11 % მდე შემცირდა. ამავდროულად, ბიტკოინ ქეშის გააქტიურებიდან გამომდინარე, მისი წილი კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე ჯამურ კაპიტალიზაციაში 7 % დან 8 % მდე გაიზარდა.
Cap234
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (23/04/2018)
კრიპტოვალუტების გამოყენების არეალის ზრდა
კერძო სექტორის დაინტერესების ზრდის კვალდაკვალ, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმაც დაიწყო კრიპტოვალუტების სისტემის გამოყენება შემოწირულობებისა და ფონდების გასაზრდელად.[2] ორგანიზაციამ გაააქტიურა ე.წ. „იმედის ვებ გვერდი“ – სადაც ვიზიტორებს საკუთარი ნებაყოფლობით შეუძლიათ გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს უფლება მისცენ გამოიყენოს მათ კომპიუტერების სიმძლავრე კრიტოვალუტების მოსაპოვებლად. შედეგად, მოპოვებული კრიპტოვალუტა გადაკონვერტირდება შესაბამის ვალუტაში და გადაეცემა ორგანიზაციას როგორც შემოწირულობა. ორგანიზაციის წარმოამდგენლების აზრით, აღნიშნული ცვლილება უფრო მოქნილს ხდის შემოწირულობის განხორციელების პროცესს და ამავდროულად იგი ხელს უწყობს ფონდის სახსრების მოზიდვას.
თავის მხრივ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული ცვლილება ეხმარება ორგანიზაციას შემოწირული სახსრების გაზრდაში, თუმცა აღნიშნული სიახლე კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს, კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებაში.
 
 
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/anz-and-ibm-building-blockchain-solution-for-insurance-industry/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/unicef-taps-in-browser-mining-to-raise-funds-for-children-in-need/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved