ბიტკოინის ყიდვა მაიქოინსზე მარტივი პროცესია, თან არჩევანს 3 გზიდან აკეთებ.
დავიწყებთ იმით, რომ თუ შენი ანგარიში ვერიფიცირებულია, შენ უკვე გაქვს ბიტკოინის მისამართი და შეგიძლია შეიძინო იმდენი ლარის ბიტკოინი, რამდენიც გსურს.
ამ გზით ბიტკოინს მაიქოინსის მომენტალური ყიდვის ფუნქციონალით ყიდულობ. მაგალითად, თუ ამ ეტაპზე გსურს შენს პირველ ბიტკოინებში 100 ლარი დახარჯო, შესაბამის ველში უთითებ თანხას, ნახულობ, რამდენ ბიტკოინს იღებ ამ თანხით და შენი ბიტკოინები რამდენიმე წამში შენს კრიპტო პორტფელშია. ყიდვა
მეორე გზა საშუალებას გაძლევს ბიტკოინი ზუსტად მაშინ იყიდო, როცა ის შენთვის სასურველ ფასს მიაღწევს. ამისთვის, უთითებ შენთვის მისაღებ შეძენის ფასს და მშვიდად ელოდები. 🛀 როცა ფასი შენს სასურველ ნიშნულს მიაღწევს, ჩვენ მას შენთვის ვიყიდით და ამის შესახებ მაშინვე მოგწერთ. ყიდვა
მესამე გზა ბიტკოინის ფასის კლებაზე ინვესტირებაა. ანუ, თუ თვლი, რომ ბიტკოინის ფასი შემცირდება და x ლარი გახდება, შენი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში იმ დღეს ჩვენ ვიყიდით ბიტკოინს შენთვის (უფრო იაფად) და შენ მაგივრად გავყიდით ინვესტიციის მომენტში, მაგ. დღეს არსებული უფრო მაღალი ფასით (უფრო ძვირად). ყიდვა/გაყიდვის ფასებს შორის არსებული სხვაობით კი მოგებას იღებ. 💸 ყიდვა
უკვე გადაწყვიტე რომელია შენი სტრატეგიის შესაბამისი გზა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოს შესაძენად? ☺