კრიპტო ინდუსტრიასაც სწრაფი ადაპტირება მოუწია კორონავირუსის პანდემიასთან. ძირითადი კონფერენციები გადაიდო, გაუქმდა ან ვირტუალურ სამყაროში გადავიდა. #დარჩისახლში ჩვენ მოგიყვებით იმ კონფერენციებზე, რომლებსაც ონლაინ შეგიძლია თვალი ადევნო.
Blockdown ციფრული კონფერენცია 16-17 აპრილს აიღებს სტარტს და მოიცავს ინტერაქციულ საუბრებს, ინტერვიუებს, ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. კონფერენციაზე ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სპიკერები მოიყრიან თავს, მათ შორის იქნება Bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორი Roger Ver.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/03/event1-1.png)
DeFi Full-Stack – 1-2 მაისს ჩატარდება და ის მიზნად ისახავს დეველოპერების ცოდნის გაღრმავებას უკეთესი DeFi პროდუქტების შესაქმნელად. სპიკერებს 20 წუთიანი სიტყვით გამოსვლა შეეძლებათ, 10 წუთი კი კითხვებს დაეთმობა. კონფერენციაზე Coinbase-ის წარმომადგენლებიც იქნებიან. ბილეთები სრულიად უფასოა და რეკომენდებულია წინასწარი რეგისტრაცია.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/03/event2.png)
Consensus – Coindesk-ის ყოველწლიური სამიტია, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ივენთია. წელს პირველად ის ვირტუალური სახით ჩატარდება და დასწრებაც თავისუფალი იქნება. ივენთზე კრიპტოინდუსტრიის ყველაზე ტრენდული სიახლეები იქნება განხილული.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/03/event3.png)
Messari Mainnet ივენთი დეცენტრალიზებული ფულის განვითარების პერსპექტივების განხილვაზე იქნება ორიენტირებული. ღონისძიება 1-3 ივნისს ჩატარდება და 100-ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.
რომელ ღინისძიებას ნახავ?
წყარო: bitcoin.com